ავტორი:

სასამართლომ ორ აქტივისტს 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ორ აქტივისტს 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორ მონაწილეს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტებს - ლევან ბუტიკაშვილს და ვერიკო ზამთარაძეს 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

მათ შსს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას, კერძოდ, გზის გადაკეტვას ედავებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.