აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე ის უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი "ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ განიხილავს.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა თეთრ სახლს აცნობა, რომ აშშ-ს „ტომაჰავკის“ საკმარისი მარაგი აქვს იმისთვის, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება შესაძლებელი იყოს.