ორსული ბრიტანელი გოგონა, 19 წლის ბელა მეი კალი, რომელიც საქართველოში ციხეში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის არის, სასჯელაღსრულების დედათა და ბავშვთა სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC-ის ბელა მეის დედამ, ლიან კენედიმ განუცხადა.
როგორც მან BBC-ს უთხრა, ბელამ რუსთავის ციხეში ყოფნის დროს სანთლის ალზე "გახუხა პური" და მაკარონი ჩაიდანში მოხარშა, მაგრამ ახლა, როდესაც ის სხვა ციხეში გადაიყვანეს, მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კენედის თქმით, ოჯახი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბელა სახლში დაბრუნდეს. "მისი სრული ისტორია დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, მაგრამ მანამდე ჩვენ უბრალოდ ოჯახი ვართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქალიშვილისა და შვილიშვილისთვის", - ამბობს დედა.
ცნობილია, რომ ბელა მეის საბოლოო განაჩენი გამოცხადდება.
ოჯახმა 500 000 ლარი (დაახლოებით 137,000 ფუნტი) გადაიხადა საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად. მიღწეული შეთანხმებით, ბელას, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ნაცვლად 20 წლისა.
დღეს, ორშაბათს, მოსალოდნელია, რომ სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს, რის შემდეგაც ოჯახი შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.
როგორც მოგვიანებით ბრალდებულმა განაცხადა, მან არც კი იცოდა სად მიემგზავრებოდა და ამის გაკეთება ტაილანდში გაცნობილმა ბანდამ აიძულა.
ნახეთ ასევე: