ბელგიის სამხედრო ბაზების თავზე მფრინავი დრონები გამანადგურებლებისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, - ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა.
ბელგიამ ქალაქ პიერში მდებარე ნატო-ს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის თავზე დრონების ფრენის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ გამოძიება დაიწყო. Politico-ს ცნობით, იქ განლაგებულია ამერიკული წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.
"რუსები ცდილობენ ამის გაკეთებას (საჰაერო სივრცეში შეჭრას) ყველა ევროპულ ქვეყანაში“, - აღნიშნა ფრანკენმა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის, დგას თუ არა მოსკოვი კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის უკან, "თუმცა, მოტივები ნათელია და ასეთი ქმედებების ჩადენის საშუალებებიც აბსოლუტურად ნათელია“.