პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ვარლამ (ვაკო) ავალიანის კანდიდატურა წარუდგინა.
"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "." ქვეპუნქტისა და ",საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ნოემბრიდან კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა“, - ნათქვამია განკარგულებაში.
ცნობისთვის, ვაკო ავალიანს "რუსთავი 2“ - ის დირექტორის პოსტი 2021 წლიდან ეკავა და ის მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.