ავტორი:

ლუვრი "წვრილმანმა დამნაშავეებმა" გაძარცვეს - რას აცხადებს პარიზის პროკურორი და როგორია დაკარგული უძვირფასესი ნივთების ჩამონათვალი, რომელსაც ჯერ ვერ მიაგნეს?

ლუვრი "წვრილმანმა დამნაშავეებმა" გაძარცვეს - რას აცხადებს პარიზის პროკურორი და როგორია დაკარგული უძვირფასესი ნივთების ჩამონათვალი, რომელსაც ჯერ ვერ მიაგნეს?

პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ და ძარცვა წვრილმანი დამნაშავეების მიერ იყო ორგანიზებული.

  • პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 37 წლის მამაკაცი 11-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და დამამძიმებელ გარემოებებში ძარცვისთვის, ასევე კიდევ ორი ​​დაკავებული მამაკაციდან ერთ-ერთი 2015 წელს ძარცვისთვის იყო დაკავებული.

გაქცევის დროს ყველაზე ძვირფასი სამკაული დაუვარდათ. ასევე ადგილზე დატოვეს ხელსაწყოები და სხვა ნივთები.

გატაცებულ ნივთებშია იმპერატრიცა ევგენიას, დედოფალ მარი ამელიას და დედოფალ ორტანზიას სამკაულები, ყველა მე-19 საუკუნის პერიოდისაა.

"ეს არის დანაშაული, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფის, პროფესიონალების მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერ ვუკავშირებთ”, - განაცხადა პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკუომ.

მისი თქმით, სულ მცირე კიდევ ერთი დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია.

ტიარა საფირონის ნაკრებიდან, რომელიც ეკუთვნოდათ დედოფალ მარი ამელიასა და დედოფალ ორტანზიას

საფირონის ნაკრებიდან

შაბათს, 38 წლის ქალს ბრალი წაუყენეს ორგანიზებულ ძარცვაში თანამონაწილეობისთვის, 37 წლის მამაკაცს კი დაადანაშაულეს ძარცვასა და დანაშაულებრივი შეთქმულებისთვის.

ამ დროისთვის აღნიშნულ საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორისაც ამ ეტაპზე 4-ს აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალდება.

კვირა დღეს, დღისით, განხორციელებულმა ძარცვამ საფრანგეთში აჟიოტაჟი გამოიწვია. მას შემდეგ ოთხ ადამიანს ბრალი წაუყენეს, თუმცა მოპარული ძვირფასი ქვები, მათ შორის ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც ნაპოლეონ I-მა თავის მეორე მეუღლეს, მარია ლუიზას აჩუქა, ასევე 212 მარგალიტითა და თითქმის 2000 ბრილიანტით მორთული დიადემა, ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. მუზეუმიდან წაღებული სამკაულების ღირებულება დაახლოებით 88 მილიონი ევროა.

ფრანგი იმპერატრიცა ევგენიას მარგალიტებით დამშვენებული დიადემა იყო ერთ-ერთი ნივთი, რომელიც ქურდებმა მოიპარეს

  • როგორ განვითარდა ძარცვა

კვირა, 19 ოქტომბერს, ეჭვმიტანილთა ჯგუფი ადგილობრივი დროით დილის 09:30-ზე (გრინვიჩის დროით 07:30) მივიდა ლუვრთან - მალევე მას შემდეგ, რაც მუზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

თვალ-მარგალიტებით მოჭედილი ბროში, რომელიც საფრანგეთის იმპერატრიცა ევგენიას ეკეთა

მათ გამოიყენეს მექანიკური კიბითა და ამწით აღჭურვილი მოპარული სატვირთო მანქანა, რითაც ავიდნენ ლუვრის აივანზე, რომელიც სენის სანაპიროს გადაჰყურებს. შემდეგ, საჭრელების გამოყენებით, გაჭრეს ფანჯარა, შევიდნენ აპოლონის გალერეაში და გააღეს ძვირფასეულობის საცავები.

აპოლონის გალერეა

პროკურატურის ინფორმაციით, დამნაშავეები ლუვრის შენობაში სულ ოთხი წუთი იმყოფებოდნენ. 09:38-ზე ისინი შენობიდან ორ სკუტერით გაიქცნენ, შემდეგ კი ავტომობილებში გადასხდნენ.

საფრანგეთის იმპერატრიცა ევგენიას გვირგვინი, რომელიც ასევე ქურდების სამიზნე გახდა, მოგვიანებით მოგვიანებით ძარცვის ადგილთან ახლოს იპოვეს. სავარაუდოდ, მძარცველებმა ის გაქცევისას დაკარგეს ან გადააგდეს

საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, მოპარული ნივთებს შორის იყო:

ორი ბროში, კორსაჟის ბანტი და იმპერატრიცა ევგენიას (ნაპოლეონ III-ის მეუღლე) დიადემა;ზურმუხტის ყელსაბამი და საყურე მარია-ლუიზას კოლექციიდან (ნაპოლეონ I-ის მეუღლე); ყელსაბამი, საყურეების წყვილი და დიადემა, რომლებიც ეკუთვნოდათ მარია ამალიას (მეფე ლუი-ფილიპ I-ის ცოლი) და ორტანსი დე ბოარნეს (ნაპოლეონ III-ის დედა).

ყველა ეს ნივთი ათასობით ბრილიანტითა და სხვა ძვირფასი ქვით არის მოოჭვილი.

ზურმუხტის ყელსაბამი და საყურეები მარი ლუიზის ნაკრებიდან

ერთ-ერთი მოპარული ნივთი - იმპერატრიცა ევგენიას გვირგვინი მოგვიანებით ძარცვის ადგილთან ახლოს იპოვეს. სავარაუდოდ, მძარცველებმა ის გაქცევისას დაკარგეს ან გადააგდეს.

პროკურორებს ეშინიათ, რომ ძვირფასეულობა უკვე საზღვარგარეთ არის გატანილი, რაც მათ მოძებნას მნიშვნელოვნად ართულებს. თუმცა, გამოძიების წარმომადგენელმა ბეკომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოპარული საგნების გაყიდვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია და აღნიშნა, რომ მათი დაბრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მან ასევე მიმართა იმ ადამიანებს, ვისი ხელშიც ძვირფასეულობა შეიძლება იყოს, რომ ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში, "სასამართლოები, ცხადია, გაითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ქურდობამ მატერიალური ზიანი არ გამოიწვია“.

ლუვრის ძარცვის შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მუზეუმებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

წყარო