გასულ ზაფხულს მსოფლიო შეძრა Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამ - ავიაკატასტროფის შედეგად 241 ადამიანი დაიღუპა, სასწაულებრივად გადარჩა ერთი მგზავრი ვისვაშკუმარ რამეში.
რამეშის თქმით, ყველაფერი დაკარგა, რადგან ამავე ავიაკატასტროფას მისი ძმა ემსხვერპლა. ძმებს ინდოეთში თევზის ბიზნესი ჰქონდათ, რომელიც ამ ამბის შემდეგ ფაქტობრივად, ჩამოიშალა.
"ერთადერთი გადარჩენილი ვარ. ჯერ კიდევ არ მჯერა, სასწაული იყო... ჩემი ძმა დავკარგე. ის ჩემთვის ხერხემალივით იყო. ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის მხარს მიჭერდა... ახლა კი მარტო ვზივარ ოთახში და ჩემს ცოლ-შვილს ვერ ველაპარაკები. მხოლოდ მარტო ყოფნა მინდა“, - ამბობს რამეში.
მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ "ის დაკარგული და გატეხილია და რეაბილიტაციის გრძელი გზა ელის."
Air India-მს კომპენსაციის სახით რამეშს 28 000 დოლარი მისცა, მაგრამ როგორც ახლობლები ამბობენ, ეს თანხა რამეშის რეაბილიტაციისთვისაც კი არ არის საკმარისი.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა