ავტორი:

"ქონების გადასახადზე შეტყობინება დაეგზავნა მათ, ვისი შემოსავალიც 40 ათასს აჭარბებს - მოხდება გადამოწმება“ - ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება

"ქონების გადასახადზე შეტყობინება დაეგზავნა მათ, ვისი შემოსავალიც 40 ათასს აჭარბებს - მოხდება გადამოწმება“ - ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება

ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება. აღსანიშნავია, რომ უკვე დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, ქონების გადასახადის გადახდა შესაბამის პირებს 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ვის აქვს ქონების დეკლარირების ვალდებულება, რა არის დასაბეგრი ობიექტი, ვინ იგულისხმება ოჯახში, ითვლება თუ არა პენსია შემოსავალში და რა სანქციებია გათვალისწინებული დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში? - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ ისაუბრა.

ქონების გადასახადთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ, აღნიშნულ ინტერვიუს:

  • ვინ არის ქონების დეკლარაციის გადამხდელი, ვის ევალება ქონების დეკლარაციის შევსება?

- დავიწყოთ იმით, როგორ უნდა დაითვალოს პირმა და მისმა ოჯახმა, 40 000 ლარის შემოსავალი აქვს თუ არა. ეს არის 2024 წელს მიღებული შემოსავალი, რომელიც შედგება პირის და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული ხელფასისგან, საუბარია, დარიცხულ ხელფასზე. არ უნდა აგვერიოს, რომ ეს არ არის მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, არამედ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რაც პირს თანხის დაკავებამდე ეკუთვნის. მეორე, თუ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ფიზიკური პირი, ესეც არის დასაბეგრი შემოსავალი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფიზიკური პირები ხშირად სარგებლობენ მცირე ბიზნესის სტატუსით. მათ აქვთ შემოსავალი, რომელიც ბრუნვის 1%-ით იბეგრება, ამ შემთხვევაში წლიური შემოსავლის მხოლოდ 25% უნდა დაამატოს ხელფასს. ასევე ნებისმიერი სხვა სარგებელიც, რომელიც ასევე არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, ისიც უნდა დაემატოს შემოსავლებს. მაგალითად, გრანტები, რაზეც იყო ძალიან ბევრი კითხვა. გრანტი, რომელიც საშემოსავლოთი არ იბეგრება, არის სარგებელი და 40 000-ის დაანგარიშების დროს აუცილებლად ემატება.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ოჯახის წევრი. კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახის წევრი უპირობოდ არის პირის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. მათი შემოსავლები უნდა დაჯამდეს. ასევე კანონმა თქვა, რომ ოჯახის წევრად ითვლება ის, ვისთან ერთადაც საერთო მეურნეობას ეწევიან, ცხოვრობენ. ესენი არიან მშობლები, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, და-ძმა. ამას თავად ფიზიკური პირი განსაზღვრავს, ვისთან ერთად ცხოვრობს. თუ ოჯახს დაუდგინდება, რომ 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, ერთ-ერთ წევრს შეუძლია წარადგინოს დეკლარაცია. ხშირად მიაჩნიათ, რომ ოჯახის წევრებმა ინდივიდუალურად უნდა ჩააბარონ დეკლარაციები, ნურავინ ნუ შევა შეცდომაში. როდესაც კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ მეუღლეები თუ პირთან მცხოვრები სხვა ადამიანები არიან ოჯახი, ცალკე ჩააბარებენ დეკლარაციას თუ ერთი პირი წარმოადგენს, შემოსავლები ყველა შემთხვევაში უნდა დაჯამდეს.

  • იგულისხმება თუ არა პენსიაც ამ შემოსავლებში?

- ძალიან ბევრი კითხვა იყო პენსიასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაიცემა. საპენსიო დანაზოგიც, ასე ვთქვათ შემწეობაც, ითვლება 40 000 ლარის დაანგარიშების დროს, როგორც გრანტი, რომელზეც ვისაუბრე ზემოთ.

საჩუქარი, გზავნილი, ესეც შეიძლება შევიდეს?

თუ ოჯახის წევრისგან ვიღებთ, არ ჩაითვლება შემოსავალში. ანუ ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, თუ ისეთი ადამიანისგანაა ეს საჩუქარი, გზავნილი მიღებული, ის არ ჩაითვლება შემოსავლის დაანგარიშებისას. ძალიან ბევრი კითხვაა უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრისაგან უცხოეთიდან მიღებული გზავნილი არ ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში. ოჯახის წევრი, რომელიც გასულია საზღვარგარეთ და უგზავნის აქ მყოფ ოჯახის წევრს თანხას, ის არ გაითვალისწინება 40 ათასი ლარის შემოსავლის დაანგარიშებისას, რადგან საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული არ არის. გააგრძელეთ კითხვა