ავტორი:

“მანანა ჯავაშვილი დააკავეს, გურამ წიბახაშვილის მეუღლე“ - რა ხდება ცნობილი 65 წლის პედაგოგის შესახებ, რომლის ოჯახის წევრები სასამართლოში დაიბარეს

“მანანა ჯავაშვილი დააკავეს, გურამ წიბახაშვილის მეუღლე“ - რა ხდება ცნობილი 65 წლის პედაგოგის შესახებ, რომლის ოჯახის წევრები სასამართლოში დაიბარეს

რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით, 65 წლის პედაგოგი მანანა ჯავაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ჯავაშვილის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

  • როგორც დაკავებულის შვილი წერს, გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ორივე ძმა: გიორგი და ლადო წიბახაშვილები.

“დაიჭირეს დედაჩემი, მანანა ჯავაშვილი, ასევე დაბარებულები არიან ჩემი ორივე ძმა: გიგა წიბახაშვილი და ლადო წიბახაშვილი, ასევე დეიდაჩემი ეკა ჯავაშვილი. ფაქტობრივად ამოისუნთქა ქვეყანამ, ყველა "კრიმინალი" დაჭერილი!“ - წერს მარიამ წიბახაშვილი.

დაკავებული პედაგოგის დის, ეკა ჯავაშვილის ინფორმაციით, სასამართლოში ისიც დაიბარეს.

„დააკავეს ჩემი და, 65 წლის პედაგოგი მანანა ჯავაშვილი... მეც დამირეკეს ახლა და დამიბარეს სასამართლოში“, - წერს ეკა ჯავაშვილი სოციალურ ქსელში.

“ყველაზე აბსურდულ ფანტაზიებშიც ვერ წარმოვიდგენდი. მანანა ჯავაშვილი დააკავეს - გურამ წიბახაშვილის მეუღლე. რამდენიმე კაცის ბოდვით წარმოსახვაში ვარსებობთ,“ - ეხმაურება სიახლეს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.