ავტორი:

რა არის ცნობილი ახალ რუსულ წყალქვეშა ნავზე, რომელიც დიქტატორმა პუტინმა წარადგინა?

რა არის ცნობილი ახალ რუსულ წყალქვეშა ნავზე, რომელიც დიქტატორმა პუტინმა წარადგინა?

ვლადიმირ პუტინმა ახალი, ბირთვული წყალქვეშა ნავი წარადგინა, ის იმ ბირთვული ქობინის მატარებელი ტორპედო “პოსეიდონის“ გადასატანადაა შექმნილი, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

რუსების მტკიცებით, უზარმაზარი, ატომური ძრავით აღჭურვილი რაკეტმზიდი კრეისერი “ხაბაროვსკი“ მწყობრში ხუთი წლის დაგვიანებით ჩადგა.

“კრეისერი მძლავრი წყალქვეშა იარაღითა და რობოტიზებული სისტემებით არის აღჭურვილი და საშუალებას მოგვცემს წარმატებით დავიცვათ რუსეთის საზღვაო სივრცე და ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ოკეანეებში“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა ნავის წყალში ჩაშვების ცერემონიისას.

“ხაბაროვსკის“ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია კვლავ საიდუმლოდ რჩება, თუმცა ცნობილია, რომ წყალქვეშა ნავი ამჟამად საზღვაო გამოცდებს გადის, ენერგიას ბირთვულ რეაქტორიდან იღებს და ათამდე ახალი ტიპის ბირთვული “პოსეიდონით“ შეიძლება იქნეს აღჭურვილი.

წყალქვეშა ნავის ღირებულება ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა 10 000 ტონაა წყალწყვას მქონე წყალქვეშა ხომალდის ფასი მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტია.

“ხაბაროვსკის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, მისი ექსპლუატაციაში შესვლა თავდაპირველად 2020 წლის ივნისში იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ. პანდემიამ, ტექნიკურმა სირთულეებმა და უკრაინის ომმა ვადების გადაწევა გამოიწვია.

ცერემონიიდან გამოქვეყნებულ ფოტოებში მხოლოდ წყალქვეშა ნავის უკანა, მცირე ნაწილი ჩანს.

რაც შეეხება თავად “პოსეიდონებს“, ცნობილია რომ 20 მეტრის სიგრძის და 2 მეტრი სიგანის ტორპედოები, დაახლოებით 100 ტონას იწონის და შეუძლია ღრმა წყლებში 6200 მილის მქონე მანძილი 115 მილი/სთ სიჩქარით დაფაროს.

სავარაუდოდ სწორედ “პოსეიდონი“ გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ტრამპს ბირთვული გამოცდების განახლებისკენ უბიძგა.

წყარო