ავტორი:

“დაიჭირეს გურამ წიბახაშვილის ცოლი, შვილები - გიგა და ლადო და მანანას და“ - ლაშა ბაქრაძის ინფორმაციით, 65 წლის პედაგოგის გარდა, დააკავეს მისი ოჯახის წევრებიც

“დაიჭირეს გურამ წიბახაშვილის ცოლი, შვილები - გიგა და ლადო და მანანას და“ - ლაშა ბაქრაძის ინფორმაციით, 65 წლის პედაგოგის გარდა, დააკავეს მისი ოჯახის წევრებიც

“ხვალ 7 საათზე გურამ წიბახაშვილის გამოფენა იყო. იყოს ვწერ იმიტომ, რომ არ ვიცი იქნება თუ არა.

დღეს დაიჭირეს მისი ცოლი - მასწავლებელი მანანა ჯავაშვილი, მათი შვილები - გიგა და ლადო, მანანას და ეკა, ასევე მასწავლებელი,“ - ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა ბაქრაძე ავრცელებს.

მისი თქმით, “რუსული საოკუპაციო რეჟიმი მთლად სტალინურ რეჟიმს ემსგავსება“.

“ოჯახების დაჭერები ამის ნათელი მაგალითია. ვფიქრობ, გამოფენა უნდა გაიხსნას და პროტესტად იქცეს,“ - წერს ბაქრაძე.

  • მანანა ჯავაშვილის შვილის, მარიამ წიბახაშვილის განცხადებით, მისი ძმები გზიდან აიყვანეს.

„[დედას] დახვდნენ სადარბაზოსთან. გაკვეთილების მერე სამსახურიდან, სკოლიდან სახლში წავიდა და იქ აიყვანეს. ჩემი ძმები თავისით მოდიოდნენ აქ, იმიტომ რომ დედას გვერდით ყოფილიყვნენ და გზიდან აიყვანეს ორივე ცალ-ცალკე. დეიდაჩემიც ახლა მოჰყავთ აქ“, - ამბობს მარიამ წიბახაშვილი

  • ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით, 65 წლის პედაგოგი მანანა ჯავაშვილი დააკავეს.

როგორც დაკავებულის შვილი წერს, გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ორივე ძმა: გიორგი და ლადო წიბახაშვილები.

“დაიჭირეს დედაჩემი, მანანა ჯავაშვილი, ასევე დაბარებულები არიან ჩემი ორივე ძმა: გიგა წიბახაშვილი და ლადო წიბახაშვილი, ასევე დეიდაჩემი ეკა ჯავაშვილი. ფაქტობრივად ამოისუნთქა ქვეყანამ, ყველა "კრიმინალი" დაჭერილი!“ - წერს მარიამ წიბახაშვილი.

“ყველაზე აბსურდულ ფანტაზიებშიც ვერ წარმოვიდგენდი. მანანა ჯავაშვილი დააკავეს - გურამ წიბახაშვილის მეუღლე. რამდენიმე კაცის ბოდვით წარმოსახვაში ვარსებობთ,“ - ეხმაურება სიახლეს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელი, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელი მანანა ჯავაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე, კობა ჩაგუნავამ ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მასწავლებელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.

იხილეთ ასევე: