ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამხრეთ კორეის მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც იხუმრა, რომ სმარტფონები, რომელიც მან კორეის პრეზიდენტს აჩუქა შეიძლება ჯაშუშობისთვის გამოეყენებინა.

ჩინეთის ლიდერმა კორეის პრეზიდენტს ორი “Xiaomi“-ს სმარტფონი გადასცა, რომლებიც კორეული წარმოების ეკრანებით იყო აღჭურვილი. კორეის პრეზიდენტმა ხუმრობით იკითხა: “კომუნიკაციის ხაზი უსაფრთხოა?“ - ამ სიტყვებმა ჩინეთის პრეზიდენტს ღიმილი მოჰგვარა, მან სმარტფონებზე მიუთითა და უპასუხა “კარგად შეამოწმე, უკანა კარი ხომ არ აქვს“, რასაც ჯე მიონგის მხრიდან სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა. (Backdoor-ში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მოიაზრება, რომელიც მესამე მხარეს მოწყობილობაზე თვალყურის დევნების საშუალებას აძლევს).
ეს სახალისო დიალოგი შაბათს, ქალაქ გიონგჯუში შედგა, სადაც სი ძინპინი და ლი ჯე მიონგი “აზია, წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებოდნენ, უნდა აღინიშნოს რომ ეს სამხრეთ კორეაში ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.