არსებული ინფორმაციით, დააკავეს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.
"მედიაჩექერმა" სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავეს.
"ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა" , - წერია განცხადებაში.