"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა გულშემატკივრები გააოცა - ის ესპანეთის ქალაქ ჟირონაში, ეკლესიაში მქადაგებლის სტატუსით გამოვიდა და თქვა, რომ "ღმერთთან შეთანხმება დადო“.
ალვეში, რომელსაც ბარსელონას ღამის კლუბში ქალზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, 14 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. 2024 წლის თებერვალში მას 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში განაჩენი გააუქმა მტკიცებულებებში არსებული შეუსაბამობის მოტივით და დანი გაათავისუფლეს.
"ღვთის საქმეები სერიოზულად უნდა აღიქვათ და რწმენა უნდა გქონდეთ. მე ამის დასტური ვარ. ღმერთთან შეთანხმება დავდე. არეულობის შუაგულში, ქარიშხლის შუაგულში, ყოველთვის არის ღვთის მაცნე - მან, ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ მომენტში, წამიყვანა ეკლესიაში მოგზაურობისთვის და დღეს მე მისი წყალობით ვარ ამ მოგზაურობაში“. - განუცხადა ალვეშმა ჟირონას ეკლესიის მრევლს.