პარლამენტს უკვე წარედგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებადი ვარიანტი.
კერძოდ, საკომიტეტო განხილვები 4-10 ნოემბრის პერიოდშია დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიურ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში საუბარია სახელმწიფო ასაკობრივი პენსიის ზრდაზე. შესაბამისად, 2026 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანთა პენსია 45 ლარით გაიზრდება. უფრო კონკრეტულად:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;.. წაიკითხეთ ვრცლად