რომში, შუა საუკუნეების კოშკის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამაშველო ოპერაციის განმავლობაში ის გონზე იყო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ესაუბრებოდა. ადგილზე მისი მეუღლეც იმყოფებოდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

სტროიჩი ვია დეი ფორი შუა საუკუნეების კოშკის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა. ეს კონკრეტული შენობა მრავალი წლის განმავლობაში ცარიელი და მიტოვებული იყო. რომის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
"როიტერის“ ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი რუმინელი მუშა ამოიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.