საპროტესტო აქციების მონაწილე 65 წლის მასწავლებელმა, მანანა ჯავაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ის სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.
“მასწავლებლები ყველაზე მეტად არიან ვალდებულნი რომ ამ დროს ქუჩაში იყვნენ. თუ ისინი ზრუნავენ, ღელავენ თავიანთ მოსწავლეებზე, მომავალ თაობაზე, ეს არის ერთადერთი ამ წუთში საკეთებელი.
რაც შეეხება ჩემს შვილებს - ჯერ მე გადავედი გზაზე და ალბათ რომ დამინახეს, მერე გადმოვიდნენ. გუშინ რომ ეძებდნენ ადგილს, სადმე რომ შევესახლებინე, იმდენი იწვალეს, ვერ წარმოიდგენთ. ამბობდნენ რომ ფოთში წამიყვანდნენ, მერე ერთმანეთში, ნაცნობობით მოახერხეს რომ ეშოვათ ეს ერთი ადგილი. ძალიან უცნაური რაღაც ხდება.
პრინციპულად შემიძლია ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ასეთი მძიმე რეპრესიები. გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაში მივყავართ,“ - განაცხადა