ავტორი:

“ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“ - მარტა კოსი

“ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“ - მარტა კოსი

“საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„გასული წლის ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, - განაცხადა მარტა კოსმა.

  • მანამდე მან აღნიშნა, რომ “საქართველოში ვითარება მწვავედ გაუარესდა დემოკრატიის უკუსვლით ისე, როგორც ეს არასდროს მომხდარა კანდიდატ ქვეყანაში“.

„ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის მკვეთრი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მძიმე შეზღუდვა. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შემოაბრუნოს თავისი კურსი და უპასუხოს მოქალაქეების მოთხოვნას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშს უსმენენ, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი წარადგენს.

იხილეთ ასევე: