ბუღალტერთა საერთაშორისო, პროფესიის აღიარების, შთაგონებისა და განვითარების დღე - ღონისძიების პარტნიორია Hotsale.ge

ბუღალტერთა საერთაშორისო, პროფესიის აღიარების, შთაგონებისა და განვითარების დღე - ღონისძიების პარტნიორია Hotsale.ge

2025 წლის 10 ნოემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო “The Biltmore Tbilisi” ბუღალტერთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ რიგით მესამე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი "ფორუმი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ღონისძიება ტარდება იმ დღეს, რომელიც საქართველოში 2024 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ბუღალტერთა დღედ. ინიციატივა ეკუთვნოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (SARAS) და ბუღალტერთა კლუბს "ფორუმს".

ფორუმი საერთო მიზნისთვის: პროფესიის განვითარება, აღიარება და პოპულარიზაცია - აერთიანებს ბუღალტერიისა და ფინანსების სფეროს წამყვან პროფესიონალებს, აკადემიურ წრეებს, სტუდენტებს, ბიზნეს ლიდერებსა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს.

ბუღალტრის როლი ეკონომიკაში

ბუღალტერი დღეს არა მხოლოდ ფინანსური აღრიცხვის შემსრულებელია, არამედ ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი. ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ წინსვლას. მისი საქმიანობა აყალიბებს ნდობას კომპანიებსა და საზოგადოებას შორის, აძლიერებს ინვესტორების უსაფრთხოებას და საფუძველს უყრის ქვეყნის ფინანსურ განვითარებას.

ბუღალტერთა საერთაშორისო დღე მადლიერების გამოხატულებაა სწორედ იმ ადამიანებისადმი , რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქვეყნის ეკონომიკურ ბალანსზე.

ღონისძიების პროგრამა და სტუმრები

ფორუმის გახსნის ნაწილში სიტყვით გამოვლენ:

  • ბუღალტერიისა და ფინანსების სფეროს ლიდერები;
  • საჯარო სექტორის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები;
  • უნივერსიტეტების პროფესორები და ლექტორები;
  • „Big Four“ აუდიტორული კომპანიების პარტნიორები;
  • პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელები;
  • საბუღალტრო პროგრამების შემქმნელები და ტრენერები;
  • წარმატებული ბიზნეს ლიდერები;
  • ბუღალტერთა კლუბის „ფორუმის“ პარტნიორი ორგანიზაციები და დამფუძნებლები.

მოწვეული სპიკერები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • პროფესიული და პიროვნული განვითარება;
  • ფსიქოლოგიური ბალანსი;
  • განათლებისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირი;
  • ბუღალტრული პროფესიის მომავალი ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში.

დაჯილდოება და ინოვაციური ინიციატივები

ფორუმის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც ბუღალტერიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მქონე პირები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან:

  • წლის ბუღალტერი;
  • ინოვაციური კომპანია ბუღალტერიაში;
  • პროფესიის განვითარების მხარდამჭერი;
  • ახალი თაობის ბუღალტერი;
  • საგანმანათლებლო წვლილი პროფესიის განვითარებაში.

პარტნიორები, შეთავაზებები და ქსელური შეხვედრები

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია და ორგანიზაცია, რომლებიც სტუმრებს გააცნობენ საკუთარ პროდუქტებსა და ინოვაციურ მომსახურებებს. მონაწილეებს ელოდებათ სპეციალური შეთავაზებები, სასაჩუქრე აქტივობები და სიურპრიზები პარტნიორი ბრენდებისგან. ღონისძიება გახდება საუკეთესო სივრცე პროფესიული ნეთვორქინგისა და ახალი თანამშრომლობის დასაწყებად

საზეიმო ნაწილი

ღონისძიების მეორე ნაწილი გადაიქცევა ნამდვილ დღესასწაულად - სტუმრებს ელოდებათ ცოცხალი მუსიკა, ელეგანტური ფურშეტი და ტორტის საზეიმო გაჭრის ცერემონია, რომელიც ბუღალტერთა პროფესიულ დღეს განსაკუთრებულად თბილ და სასიამოვნო ელფერს შესძენს.

ორგანიზატორები და რეგისტრაცია

ორგანიზატორი: ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

თარიღი: 10 ნოემბერი, 2025

ადგილი: სასტუმრო The Biltmore Tbilisi, შ. რუსთაველის გამზირი N29

დანაზოგების ყველაზე მასშტაბურმა პლატფორმამ Hotsale.ge , რომელიც ღონისძიების პარტნიორია, დამსწრე საზოგადოებას საჩუქრები მოუმზადა.

ღონისძიების მონაწილეები საქართველოს პრემიუმ ტიპის სასტუმროების ვაუჩერებს საჩუქრად მიიღებენ .

Hotsale.ge - დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში ყოველწლიურად ერთვება ბიზნესისა და ტექნოლოგიის წამყვან ღონისძიებებში და მხარს უჭერს აღნიშნული დარგების განვითარებას.

Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დანაზოგს, მრავალფეროვანი მომსახურებისა და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე იპოვით შეთავაზებებს სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.

Hotsale.ge ათასობით კომპანიებს აკავშირებს და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის ინდივიდუალურად იგეგმება მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია.

R