ტრამპის მეორე ვადის პირველ მნიშვნელოვან არჩევნებში ამომრჩევლებმა ხმა, აშშ-ის შტატების დაახლოებით ნახევარში, მათ შორის ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში მისცა, სადაც დემოკრატმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
CNN-ის პროგნოზით, ვირჯინიის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება დემოკრატი - აბიგაილ სპანბერგერი და კონტროლს რესპუბლიკელი გუბერნატორი გლენ იანგკინისგან გადაიბარებს, მიკი შერილი კი ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელს დაამარცხებს და ნიუ-ჯერსის პირველი ქალი “დემოკრატი“ გუბერნატორი გახდება.
მან არჩევენებში ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს.
ახლა მამდანი უნდა გაუმკლავდეს ამერიკის უდიდესი ქალაქის დაუსრულებელ მოთხოვნებს და შეასრულოს ამბიციური - და, სკეპტიკოსების აზრით, არარეალური - საარჩევნო დაპირებები.
“მეგობრებო, ჩვენ პოლიტიკური დინასტია დავამხეთ. რამდენადაც თავი გვახსოვს, მდიდრები და გავლენიანები ნიუ-იორკის მშრომელ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ძალაუფლება მათ არ ეკუთვნით და მაინც, ბოლო 12 თვის განმავლობაში თქვენ მეტის მიღწევა გაბედეთ. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ დღეს ამას მივაღწიეთ“, - მიმართა მამდანიმ მხარდამჭერებს თავისი გამარჯვების შემდეგ.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა, კეტი ჰოჩულმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მამდანისთან თანამშრომლობას, „რათა ქალაქი უფრო ხელმისაწვდომი და საცხოვრებლად კომფორტული გახდეს“.
ნიუ-იორკის საქალაქო საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ნიუ-იორკელმა მიიღო მონაწილეობა, რაც მერობის არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობაა ბოლო 50 წლის განმავლობაში.