ავტორი:

უგანდაში დაბადებული, ნიუ იორკის პირველი მუსლიმი მერი - ვინ არის 34 წლის ზოჰრან მამდანი და როგორ მოიგო ნიუიორკელი ამომრჩევლის გული

უგანდაში დაბადებული, ნიუ იორკის პირველი მუსლიმი მერი - ვინ არის 34 წლის ზოჰრან მამდანი და როგორ მოიგო ნიუიორკელი ამომრჩევლის გული

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის დემოკრატმა, ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა. ის ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი იქნება. მან ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს.

  • "დემოკრატებმა“ ნიუ-იორკის გარდა სამ რბოლაში გაიმარჯვეს. წინასწარი მონაცემებით, აბიგაილ სპანბერგერი ვირჯინიის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება და კონტროლს რესპუბლიკელი გუბერნატორი გლენ იანგკინისგან გადაიბარებს, მიკი შერილი კი ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელს დაამარცხებს და ნიუ-ჯერსის პირველი ქალი "დემოკრატი“ გუბერნატორი გახდება.

არჩევნების შედეგებს უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ "რესპუბლიკელების“ მარცხის ორი მიზეზი არსებობს: მთავრობის "შათდაუნი“ და ის, რომ ბიულეტენებში დონალდ ტრამპი არ იყო.

ვინ არის ზოჰრან მამდანი?

34 წლის დემოკრატი ზოჰრან მამდანი ფართო საზოგადოებისთვის 2024 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესავ ნიუ იორკის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

პოლიტიკოსობამდე ის რეპერი იყო და რეპის სამყაროში იცნობდნენ სახელით - Mr. Cardamom.

2016 წელს "დისნეის" ფილმისთვის Queen of Katwe, მუსიკა დაწერა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის რეჟისორი, მამდანის დედა, მირა ნაირია. კიდევ ერთი სიმღერა კი, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, მან ბებიას მიუძღვნა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/iQVsVNPkPmE?si=MV53YaTI-6EEjwdM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

როგორ მოიპოვა გამარჯვება?

მისმა ენერგიულმა კამპანიამ, რომლის საკვანძო თემაც ცხოვრების ხარჯების საკითხი იყო, მამდანი პოპულარული გახადა დაბალი სოციალური ფენის ამომრჩევლებში.

სოციალური მედია იდეალურად გამოიყენა ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის. სოციალურ ქსელებში ის წარმოადგენდა თავის ხედვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის. ბავშვზე ზრუნვის უფასო პროგრამის, ბინების მიღების და ასევე მინიმალური ხელფასის ზღვრის გაზრდის შესახებ. მისი აზრით კი ეს ყველაფერი მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესების გზით უნდა დაფინანსდეს.

  • საინტერესოა, რომ მისი ამგვარი კამპანიის გამო დონალდ ტრამპი მას "100%-ით კომუნისტ შეშლილს უწოდებს".

აღსანიშნავია, რომ "დემოკრატებშიც" მამდანს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი ბევრი მიზეზით აკრიტიკებენ, მათ შორის განცხადების გამო, რომლის მიხედვით, პოლიციას დაფინანსება უნდა შეუწყდეს, ასევე ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიციის მიზეზით. ზოგიერთი "დემოკრატი" მას ემიჯნება კიდეც.

უგანდაში დაბადებული და ნიუ იორკში გაზრდილი

მამდანი უგანდაში, ქალაქ კამპალაში დაიბადა. როდესაც 7 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა. დედა კინორეჟისორია, ხოლო მამა კოლუმბიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი.

ზოჰრანი დედასთან ერთად - 2004 წელი

ზოჰრანი სწავლობდა ბრონქსის მეცნიერების უმაღლეს სკოლაში. მან მიიღო აფრიკის მკვლევრის ხარისხი. სტუდენტობის დროს დააფუძნა ორგანიზაცია "სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის".

  • ამერიკის მოქალაქეობა 2018 წელს მიიღო. ამ პერიოდში საცხოვრებლის ჩამორთმევის პრევენციის კონსულტანტად მუშაობდა. ზოჰრანის თქმით, ამ სამსახურის ფარგლებში ქუინსში დაბალი შემოსავლის მქონე ფერადკანიანებს გამოსახლებისგან თავის დაღწევასა და საკუთარ სახლებში დარჩენაში ეხმარებოდა, რამაც მას შთააგონა, რომ ნიუ იორკის მერობის კანდიდატი გამხდარიყო.

ტრამპი ამბობდა, ზოჰრან მამდანი აშშ-ში არალეგალია, ზოგიერთი რესპუბლიკელი კი მის დეპორტაციას მოითხოვდა.

გაცნობის აპლიკაციაში ნაპოვნი სიყვარული

მამდანი წელს 27 წლის სირიელ-ამერიკელ მხატვარზე, რამა დუვაჯიზე დაქორწინდა. წყვილი, რომელიც გაცნობის აპლიკაცია Hinge-ის საშუალებით შეხვდა ერთმანეთს, ქუინსის ასტორიას უბანში ცხოვრობს.

ზოჰრანი ცოლთან ერთად

ადრეული პოლიტიკური კარიერა

მამდანი პირველად ნიუ-იორკის ასამბლეაში 2020 წელს აირჩიეს. მაშინ მან პოლიტიკური ბრძოლისას ქუინსის ოლქში გაიმარჯვა.

ახალგაზრდა დემოკრატმა ზოგიერთი საქალაქო ავტობუსით მგზავრობა ერთი წლით უფასო გახადა. მან ასევე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს “ისრაელის დასახლებების არაავტორიზებულ მხარდაჭერას“ უკრძალავდა .