ავტორი:

აშშ-მა "ბელავიას" და ლუკაშენკოს ოჯახის თვითმფრინავს სანქციები მოუხსნა

აშშ-მა "ბელავიას" და ლუკაშენკოს ოჯახის თვითმფრინავს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიიდან ამოიღო ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავია“ და ბიზნეს-ჯეტი, რომელსაც ბელარუსელი მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ქვეყნის პირველი პირი, ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი ოჯახის წევრები იყენებენ. ოჯკახის წევრები იყენებენ.

  • ეს სანქციები მინსკს 2021 წლის დეკემბერში დაეკისრა.

შეზღუდვების მოხსნა ვაშინგტონის პასუხია ბელარუსელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე გასცა დროებითი ლიცენზია ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად, ზოგიერთი სანქცირებული ბელარუსული კომპანიისთვის.