ბრიტანელი ფეხბურთის ლეგენდამ, დევიდ ბექჰემმა რაინდის წოდება მიიღო.
რაინდის წოდების მინიჭების ცერემონია უინძორების სასახლეში გაიმართა. რაინდად ის მეფე ჩარლზმა აკურთხა. დევიდმა ეს ტიტული სპორტსა და ქველმოქმედებაში გაღებული წვლილისთვის მიიღო.

სიმართლე, რომ ვთქვა ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში დაიბადა, უინძორის სასახლეში მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზის მიერ რაინდად კურთხევა, სასწაულია შეგრძნებაა“ - , ამბობს ბექჰემი.
დაჯილდოებაზე ბექჰემს თან ახლდა მეუღლე, ვიქტორია. ვეტერან ფეხბურთელს ვიქტორიას დიზაინით შექმნილი კოსტიუმი ეცვა. დევიდმა თქვა, რომ სამოსი მეფე ჩარლზის სტილით იყო შთაგონებული.

ბექჰემმა ოცი წლის წინ დედოფალ ელიზაბეტ II-ის მიერ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრის წოდება მიიღო.
ინგლისელმა პროფესიონალური ფეხბურთელის კარიერა 2013 წელს დაამთავრა. ის ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციის აქტიური წევრია, ბექჰემი ფეხბურთში კლუბის პრეზიდენტის როლში დაბრუნდა, ის აშშ-ში, "ინტერ მაიამის“ მფლობელია.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა