ავტორი:

Shein-ისა და Temu-ს წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო - რას ედავებიან ონლაინ ვაჭრობის კომპანიებს სამართალდამცველები

Shein-ისა და Temu-ს წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო - რას ედავებიან ონლაინ ვაჭრობის კომპანიებს სამართალდამცველები

ონლაინ ვაჭრობის კომპანიების, Shein-ის, Temu-ს, AliExpress-ის და Wish-ის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება მიმდინარეობს.

  • გამოძიება მათ არასრულწლოვნებისთვის პორნოგრაფიული ხასიათის ნივთების ხელმისაწვდომობას ედავება.

სამართალდამცველები ამ კომპანიებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც აღმოჩნდა, რომ ამ პლატფორმებზე ბავშვის მსგავსი სექს თოჯინები იყიდებოდა.

"გამყიდველები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ჩვენი წესების მიხედვით დაისჯებიან“, - აცხადებენ AliExpress-ში.

Shein-ის განცხადებით კი, პლატფორმაზე ყველა სექს თოჯინის გაყიდვა აკრძალეს. კომპანიაში ამბობენ, რომ გამყიდველებს, რომლებიც ამ ტიპის პროდუქტებს ყიდიან, სამუდამოდ დაბლოკავენ.

წყარო

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა