ავტორი:

"ბეჭედი არ აინტერესებდა. მკითხა, გულწრფელი ვიყავი თუ არა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია" - კრიშტიანუ რონალდუ საყვარელ ქალზე

"ბეჭედი არ აინტერესებდა. მკითხა, გულწრფელი ვიყავი თუ არა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია" - კრიშტიანუ რონალდუ საყვარელ ქალზე

ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, ჯორჯინა როდრიგესისთვის ხელის თხოვნის იდეა ქალიშვილებისგან მიიღო.

ფეხბურთელმა ამის შესახებ პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ჯორჯინასთვის ხელის თხოვნა "სწორად მიიჩნია", - რად იგრძნო, რომ შესაბამისი მომენტი დადგა.

  • "ბეჭედი მანამდე შევიძინე. ხელის თხოვნას სხვა დროს ვაპირებდი. ამ დროს ოთახში ჩვენი შვილები შემოვიდნენ და მითხრეს: "მამიკო, დედას ბეჭედს აჩუქებ და ცოლობას სთხოვ?" მაშინ მივხვდი, რომ ეს უკვე შესაფერისი მომენტი იყო.

არ დავუჩოქე, რადგან მოუმზადებელი ვიყავი, მაგრამ ეს მშვენიერი მომენტი იყო. სიტყვით გამოვედი. დიდად რომანტიკული ადამიანი არ ვარ. მაგრამ რომანტიკული ვარ ჩემი გაგებით.

ვიცოდი, რომ ცოლობას ჩემი ცხოვრების ქალს ვთხოვდი, ამიტომ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გავაკეთე.

ქორწილს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვგეგმავთ. ჯორჯინას დიდი წვეულებები არ უყვარს...

ყველაზე მეტად ის ფაქტი მიყვარს, რომ ბეჭედი არ აინტერესებდა. მკითხა, გულწრფელი ვიყავი თუ არა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია", - განაცხადა ფეხბურთელმა.

  • ექსპერტების შეფასებით, რონალდუმ ბეჭედში 1.5 მილიონი ფუნტ-სტერლინგი გადაიხადა.

კრიშტიანუ და არგენტინელი მოდელი 2016 წლიდან არიან ურთიერთობაში. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს და ასევე ზრდიან კრიშტიანუს კიდევ სამ ბავშვს, რომლებიც ფეხბურთელს სუროგატი დედისგან ჰყავს.

მედია აქამდე ხშირად წერდა რონალდუსა და ჯორჯინას ნიშნობის შესახებ, თუმცა მათ ეს ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებიათ. უფრო მეტიც, ამაზე საუბარს კრიშტიანო ყოველთვის თავს არიდებდა და არასოდეს ასახელებდა კონკრეტულ თარიღს, თუ როდის სთხოვდა რჩეულს ხელს.