ავტორი:

“მანჩო გიორგობიანი არის თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების, შემომწირველიც კი... მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად?“ - თაკო ჩარკვიანი

“მანჩო გიორგობიანი არის თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების, შემომწირველიც კი... მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად?“ - თაკო ჩარკვიანი

“მაინტერესებს! მანჩო გიორგობიანი არის საყოველთაოდ ცნობილი, თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების, შემომწირველიც კი და .ა.შ. ახლა მე ვკითხულობ - მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად?“ - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი “ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, მანანა გიორგობიანმა პროვოკაცია განახორციელა და ახალგაზრდა ბიჭები შეცდომაში შეიყვანა, როდესაც მათ უთხრა რომ სცემეს.

“ღამე რატომ დაურეკა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს "მომეშველეთ, მირტყამენ მცემესო". კითხვა ლეგიტიმურია, რა არის ეს, პროვოკაცია თუ რა? რატომ უნდა შეიყვანო შეცდომაში შვილის ტოლი ბიჭები. რატომ?!

მე ამას არავის გამართლების გამო არ ვწერ. ვიდეოზეც ჩანს ყველაფერი, როგორ ეუბნება ეს ქალბატონი… და მაინც, ღამე გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს მცემენ მიშველეო, პირველი რეაქციაა, რომ ალბათ გარბიხარ საშველად, მით უფრო ამ დროში…

აი თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?!“ - წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანმა დაადასტურა, რომ სუპერმარკეტის ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანია.

  • 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: