ავტორი:

ინოვაცია და ეკომეგობრული ნაბიჯი, პირველად საქართველოში ნამი 8-ის ბიოდეგრადირებადი ჭიქები

ინოვაცია და ეკომეგობრული ნაბიჯი, პირველად საქართველოში ნამი 8-ის ბიოდეგრადირებადი ჭიქები

ყველა სამუშაო სივრცეში არსებობს ისეთი პატარა, ჩუმი დეტალები, რომლებსაც ყურადღებას არავინ აქცევს. გამაგრილებელი სისტემის გუგუნი, წყლის ბარი და პლასტმასას ჭიქების მთა, რომელიც შეუმჩნევლად ქრება, თუმცა ყველასთვის შეუმჩნევლად, ყოველთვის ბრუნდება. მსგავსი ასპექტები ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, თუმცა რეალურად საკმაოდ ართულებს გარემოზე ზრუნვასა და ბრენდის ეკო-მეგობრული იმიჯის შექმნას.

ყოველდღიური გადაწყვეტილებების რეალური შედეგი

ბრიტანული კვლევის მიხედვით, ერთი თანამშრომელი წელიწადში თითქმის 500 ერთჯერად ჭიქას მოიხმარს, ხოლო 50 კაციანი გუნდის მიერ ყოველწლიურად მოხმარებული ჭიქების ოდენობა საშუალოდ 25 ათასსაც კი აღწევს. ერთ საოფისე გარემოში მსგავსი სტატისტიკა მართლაც ბევრის მთქმელია. თანაც, ავტომატური წყლის ბარი აღნიშნულ რიცხვებს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

UNDP Georgia-ს დასკვნით, საქართველოში ჭიქებისა თუ სხვა სახის პლასტიკური ნარჩენების უდიდესი ნაწილი კვლავ ნაგავსაყრელებზე იყრის თავს, სპეციალური გადამამუშავებელი ქარხნების ნაცვლად. შესაბამისად, კორპორაციულ გარემოში ბიოდეგრადირებადი ალტერნატივებისა და პრაქტიკების დანერგვისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯებიც კი მნიშვნელოვანი გავლენის მქონე შეიძლება იყოს.

  • პლასტმასას ჭიქა სულ რაღაც 10-15 წუთით გამოიყენება, მაგრამ ბუნებაში 500 წელზე მეტ ხანს რჩება
  • ბიოდეგრადირებადი ჭიქები საოფისე სივრცეში დაგროვილი პლასტმასის ნარჩენების ოდენობას საშუალოდ 80%-მდე ამცირებს.
  • მსოფლიოს მასშტაბით დამზადებული პლასტმასის 91% არასდროს გადამუშავებულა.

შესაბამისად, ნამი 8-ს გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ყველაზე ოპტიმალური, ეკო-მეგობრული და ინოვაციური ალტერნატივის მოძიება ბრენდების განვითარებისა და ბუნებაზე ზრუნვის პროცესების წარმატებით გასაერთიანებლად. აღნიშნული მისიის პირნათლად შესასრულებლად, ნამი 8 ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს პირველად სთავაზობს ყველაზე ეკო-მეგობრულ პროდუქტს.

ნამი 8-ს ახალი ბიოდეგრადირებადი ჭიქები სულ რაღაც 45 დღეში იწყებს დეგრადაციას და ასევე წარმატებით აქვს გავლილი ყველა საჭირო საერთაშორისო შემოწმება. ნამი 8-ს მიერ წარმოდგენილი ეკო-მეგობრული პროდუქცია დამოწმებულია შემდეგი სერტიფიკატებით:

  • ASTM D5511 - ბიოდეგრადაციის თანამედროვე ტესტი, რომლის დასკვნითაც ბიოდეგრადირებადი ჭიქა დაშლას სულ რაღაც 45 დღეში იწყებს.
  • Intertek – საერთაშორისო ტესტირების ლაბორატორიის ანგარიში.
  • Ministry of Health and Medical Industry of Turkmenistan – საკვებ მასალებთან შესაბამისობის ოფიციალური სერტიფიკატი.

ამასთანავე, ეს კომპანიებისთვის წამახალისებელი და ბიუჯეტურად მომგებიანი არჩევანიცაა. მსხვილი ტუჩისა და სპეციალური სტრუქტურის წყალობით, თანამშრომლების მიერ წყლის ჩამოსხმისას უფრო მარტივია სამაგრიდან მხოლოდ ერთი ჭიქის ამოღება. ეს დაახლოებით 30%-ით ამცირებს მოხმარებული ჭიქების რიცხვს და პირდაპირ აისახება კომპანიის დანახარჯებსა და მარაგის შევსების სიხშირეზეც.

მსგავსი განსხვავება ერთი შეხედვით ტექნიკურ დეტალს ჰგავს, თუმცა რეალურად საკმაოდ ღრმა ჰუმანურ იდეას მოიცავს. ამის დამსახურებით, ნამი 8-ს მისიაც არამხოლოდ გაფილტრული წყლის ულიმიტოდ მიწოდებას, არამედ მისი დალევის კულტურის განვითარებასაც ეხმაურება. ბიოდეგრადირებადი ჭიქების მოხმარების წახალისება მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც ეკომეგობრული ბრენდის ფილოსოფიას ქმნის, კომფორტისა და ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნების ფონზე. სწორედ ასეთი მცირე, თუმცა სისტემატური გადაწყვეტილებები იწვევენ ძირეულ ცვლილებებს.

ეკომეგობრული გადაწყვეტილების უპირატესობები ნამი 8-ს პარტნიორებისთვის

აღნიშნული ცვლილება უფრო მეტია, ვიდრე ნამი 8-ს გუნდის მიღწევა. ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი იდეოლოგია თითოეულმა ბიზნეს პარტნიორმაც გამოცადოს საკუთარი გამოცდილებით. დღეიდან თითოეული კომპანია, რომელიც საოფისე წყლის დისპენსერის ინსტალაცია დააინტერესებს, ინოვაციურ წყლის ბართან ერთად ასევე ბიოდეგრადირებადი ჭიქების მარაგისა და მათი კომფორტული მოხმარებისთვის საჭირო მექანიზმის მიღებასაც შეძლებს.

ეს მხოლოდ მცირე დანამატია, თუმცა იგი მნიშვნელოვან ფაქტს უსვამს ხაზს: ნამი 8-სთან პარტნიორობა უდრის ჯანსაღი, ეკომეგობრული გარემოს შექმნას, როგორც თქვენი თანამშრომლებისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც თქვენს სამუშაო სივრცეს ესტუმრება.

R