პოლიცია 31 წლის ბარბარა იანკავსკის სიკვდილს იძიებს, რომელიც მოულოდნელად ბრაზილიაში, ერთ-ერთ ქალაქში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა, "ინფლუენსერის" გადარჩენა ვერ მოხერხდა.


იანკავსკის მეტსახელად “არაჰუმანური თოჯინაც“ შეარქვეს, რადგან იერის შეცვლაში დაახლოებით 42 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

instagram-ზე მას 55 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა, იანკავსკი მრავალ სატელევიზიო გადაცემასა და რეკლამაში მონაწილეობდა.
რამდენიმე კვირის წინ ბარბარამ საკუთარი გულშემატკივრები შოკში ჩააგდო იმ ვიდეოს გამოქვეყნებით, სადაც ოპერაციის შემდეგ გაშავებული თვალები სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული.

პოლიციამ ინფლუენსერის გარდაცვალება “საეჭვოდ“ მიიჩნია და ახლა სრული აუტოპსიის შედეგს ელოდება, სანამ გამოძიებას გააგრძელებს.