არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა - ალბათ, არც თავად იცის, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
"არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა. (ალბათ, არც თავად იცის). მაგრამ, ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია: რუსეთი იძულებული იქნება, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა თავად შეაფასოს“, - წერს მედვედევი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ, „სერიოზული საკითხი“ უწოდა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა.