ავტორი:

წარუმატებელი ქორწინება ქართველ ქალთან, შეიხი მამა და ქველმოქმედება: საქართველოზე შეყვარებული ერაყელი "ტიკტოკერის" ცხოვრება - "ახლო მეგობარმა სამი მანქანა მომპარა"

წარუმატებელი ქორწინება ქართველ ქალთან, შეიხი მამა და ქველმოქმედება: საქართველოზე შეყვარებული ერაყელი "ტიკტოკერის" ცხოვრება - "ახლო მეგობარმა სამი მანქანა მომპარა"

იასენ იბრაჰიმს საქართველოში, ძირითადად, "ხუჭუჭათი" იცნობენ. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი ტიკტოკერია, რომელსაც სოციალურ ქსელში 450 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. თუმცა, მილიონერის იმიჯსა და ძვირად ღირებულ მანქანებთან ერთად, იასენის სახელი ბევრს ქველმოქმედებასთან და, განსაკუთრებით, ბავშვების დახმარებასთან უკავშირდება.

• ის არის ერაყელი, რომლის მამაც დუბაიში შეიხია. თავად იასენი თინეიჯერობის წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში, დაოჯახდა ქართველ ქალზე, დააარსა ტურისტული კომპანია და ენა ქართულ ოჯახში ცხოვრებისას ისწავლა. ის არასდროს მალავდა სიყვარულს საქართველოს მიმართ, მაგალითად, ორი წლის წინ, რაჭის სტიქიის დროს, დაზარალებულებს პირადად ჩაუტანა პროდუქტები.

მიუხედავად ყველაფრისა, იასენ იბრაჰიმი ამჟამად საქართველოში ვერ შემოდის. ის დუბაიში ცხოვრობს, ყოფილ მეუღლესთან დაშორებულია და ერთადერთი ქართველი ქალიშვილის ნახვის სურვილი ამოძრავებს.

ინტერვიუში ტიკტოკერი გვიყვება ომის ფონზე გატარებულ ბავშვობაზე, როგორ დაუახლოვდა ქართველებს, რატომ წაართვეს ქონება და ბიზნესები საქართველოდან წასვლის შემდეგ, და რა უსამართლობას განიცდის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის გამო.

- ბავშვობა ერაყში გავატარე, იქიდან ვარ, მაგრამ სულ ომი და არეულობა იყო. ოჯახი ჯერ თურქეთში გადავედით საცხოვრებლად, სადაც ბიზნესი დავიწყეთ, შემდეგ იქ გავიცანით ქართველები და დავახლოვდით. საქართველოში პირველად ძმასთან ჩამოვედი, რომელიც სამედიცინოზე სწავლობდა. ის ჩემზე უფროსია, დიდი ხანია დაამთავრა და ახლა დედასთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობს.

საქართველოში რომ ჩამოვედი, 17-18 წლის ვიქნებოდი, ზუსტად არ მახსოვს. ძალიან მომწონდა ქართული ენა, გავიჩინე ბევრი მეგობარი, ტურისტული კომპანია დავაარსე, მუშაობა მაშინვე დავიწყე. ჩამოსვლის შემდეგ ქართულ ოჯახთან ვცხოვრობდი და ენა მათთან ვისწავლე. დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა, აქაც ჩამოდიან ხოლმე.

- საქართველოში დაოჯახდით, თუ არ ვცდები...

- დიახ, 2018 წელს მოვიყვანე ქართველი ცოლი. ახლა დუბაიში ვცხოვრობ, ცოლთან დაშორებული ვარ, ერთად აღარ ვცხოვრობთ. ერთი გოგონა მყავს, 7 წლის.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by 🇬🇪Xuchucha🇦🇪 (@ya100sn)

- როგორც გავარკვიე, საქართველოში შემოსვლის უფლება არ გაქვთ ახლა, შეგიძლიათ მომიყვეთ, რა მოხდა?

- ყველანაირი საბუთები დალაგებული მაქვს, არ მაქვს პრობლემები, მაგრამ იმედი მაქვს, ეს მთავრობა მიხედავს ყველაფერს. ძალიან დიდი უსამართლობა გავიარე. არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც ჯარიმა, არ მჭირდება ვიზა, ვადიანი პასპორტი მაქვს, სამსახური, შვილი მყავს იქით. მაგრამ მოვედი და საზღვარზე მითხრეს, რომ არ შემიშვებდნენ. მიზეზს არ მიხსნიან. ბოლოს საქართველოში ერთი წლის წინ ვიყავი. შემდეგ შვილი სკოლაში მინდოდა შემეყვანა, ხომ იცით, ბავშვს უხარია პირველ დღეს, როცა მშობლები მასთან ერთად არიან და უარს მეუბნებიან, თორემ არ ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას.

- კომენტარი წავიკითხე: "იასენს ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქართველებისთვის, მაგრამ ძალიან აწყენინესო"...

- ქველმოქმედებაზე საუბარი არ მინდა, მე რასაც ვაკეთებ, ამ სიკეთეს ხალხისთვის ვაკეთებ და ღმერთი ხედავს. რაც შეეხება წყენას, საქართველო რომ დავტოვე, ყველაფერი დავკარგე, წამართვეს, ყველაფერი ჩაითვალეს, არაფერი აღარ მაქვს. ქონება რაც დამრჩა, ჩემი რესტორანია. რაც შეეხება იმ ბიზნესებს, ჩემს სახელზე არ იყო. ვენდობოდი სხვებს და იმიტომ წამართვეს. ადრე არანაირი პრობლემა არ მქონდა საქართველოში, რაც დუბაიში ჩამოვედი, პრობლემები შემდეგ დაიწყო.

მამასთან ერთად

- იმ ადამიანებზე, ვისზეც ამბობთ, რომ წაგართვეს ქონება და ბიზნესი მიითვისეს, ქართველები არიან?

- ზოგი ქართველია, ზოგიც არაბი. ჩემმა ახლო მეგობარმა სამი მანქანა მომპარა. რა ვქნა, ყველგან არის კარგი და ცუდი.

- თუმცა, წყენის მიუხედავად, მაინც ქართულად საუბრობთ და გიყვართ ეს ქვეყანა.

- ჩემი უახლოესი მეგობრები ქართველები არიან, მიყვარს ეს ხალხი. იმის გამო, რომ ვიღაცამ მაწყენინა, მე ქართველ ერს არ დავშორდები.

- ახლა რას საქმიანობთ დუბაიში?

- მალე ახალ რესტორანს გავხსნი, ასევე მაქვს კომპანია, რომელიც კორპუსებს ყიდის. კარგად ვარ, თან ახლოს არის საქართველოდან და მინდა, რომ ჩემი შვილის სანახავად ხშირად ჩამოვიდე ან ჩამომიყვანონ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა ქართველ ხალხთან, რომ ჩემი შვილი ვნახო.

- თქვენი ვიდეოების კომენტარებში წერდნენ, რომ შვილის ნახვის უფლება შეზღუდული გაქვთ...

- ხანდახან მაწვალებენ შვილის ნახვაზე, მაგრამ ბევრ რამეს ვითმენ, რადგან მამა ვარ და ჩემი შვილისთვის კარგი მინდა. ყოფილ მეუღლეს თავისი საქმე და ცხოვრება აქვს.

- თქვენს ვიდეოებში ჩანს ძვირად ღირებული მანქანები, მდიდრული ცხოვრება, TikTok-ზე გიცნობენ, როგორც მილიონერს...

- ვმუშაობ, ვშრომობ, ძალიან კარგი ძმაკაცები მყავს და მეგობრები. ახლა ძალიან კარგ შეიხთან ვმუშაობ კომპანიაში, ჩემი ოჯახის წევრები არიან. მილიარდერი არ ვარ, რაც მაქვს შემოსავალი, მაშინვე ვხარჯავ. მინდა, რომ ყველას კარგი გავუკეთო. რაც შემიძლია, ხალხისთვის ვაკეთებ.

- ახლა რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ და ვინ და რა დაგრჩათ ერაყში?

- ერაყის მოქალაქე ვარ, მაგრამ იქ ახლა არავინ არ მყავს. ჩემი ოჯახი ავსტრალიაშია, იქაური მოქალაქეები არიან, სიდნეიში ცხოვრობდნენ. მარტო მე და მამა ვართ არაბეთში, დუბაიში. არ მინდა ევროპაში წასვლა, არ მინდა, რომ ჩემი შვილისგან შორს ვიყო, არ მიღირს არაფერი ამის ფასად. გოგოა და როცა დავჭირდები, სულ მის გვერდით უნდა ვიყო.

- TikTok-ზე ამდენი გამომწერი როგორ მოაგროვეთ?

- იქამდე Snapchat-ზე ვიყავი ძალიან პოპულარული, ვარეკლამებდი საქართველოს, ლამაზ ადგილებს, კერძებს. შემდეგ TikTok-ზეც გადავედი და ვფიქრობ, ამდენი ხალხის დაინტერესება იმასაც მოჰყვა, რომ ქართულად ცოტა სხვანაირად, აქცენტით ვლაპარაკობ. ასევე, ძალიან ბევრი ქართველი გამომწერი მყავს, ალბათ 90% ქართველები არიან.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ ქველმოქმედებაზე საუბარი არ გიყვართ, თუმცა ალბათ თქვენი იმიჯიდან გამომდინარე ბევრი გწერთ და გთხოვთ თანხის ჩარიცხვას?

- კი, არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ მე რასაც ჩემით ვაკეთებ ქველმოქმედებას, ამას არასოდეს ვანახებ. რაც შეეხება მასშტაბურ ქველმოქმედებას, მე შუამავალი ვარ. ლაივებს ვაკეთებ TikTok-ზე, ჩემს პირად ანგარიშს არასოდეს ვდებ და იმათ ანგარიშს ვაქვეყნებ, ვისაც პრობლემა აქვს და იმას ურიცხავენ პირდაპირ.

მქონდა შემთხვევები, როდესაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე გავაკეთეთ მარათონი და ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. ჩემთვის ყველაზე მძიმე თემა ბავშვებია, რომლებიც მძიმე დაავადებებს ებრძვიან.