ავტორი:

რას აცხადებს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 52 ქართველი დაადეპორტა

რას აცხადებს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 52 ქართველი დაადეპორტა

3 ნოემბერს, ირლანდიიდან, კერძოდ დუბლინიდან ჩარტერული რეისით საქართველოში 52 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვის დეპორტაცია განხორციელდა.

  • როგორც ადგილობრივი მედია იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მიმართულებით დაადეპორტეს 45 ზრდასრული: 35 მამაკაცი, 10 ქალი - და 7 ბავშვი. ყველა ბავშვი ოჯახური ჯგუფების წევრი იყო.

ორმხრივი რეისი უზრუნველყო Air Partner Ltd-მ. ბილეთის ღირებულება 187,625.00 ევრო იყო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ოპერაციის საერთო ღირებულება ჯერ კიდევ უცნობია, რადგან „ანგარიშსწორების პროცესი ჯერ არ დასრულებულა“.

  • იუსტიციის მინისტრის ჯიმ ო’კალაჰანის განცხადებით, ზოგადად, დეპორტაციები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ პირს საერთაშორისო დაცვაზე უარს ეუბნებიან და სახელმწიფოს დატოვება უბრძანეს, ის ვალდებულია ქვეყანა დატოვოს. თუ ნებაყოფლობით არ დატოვებს, ამას ვაიძულებთ .

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირლანდიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ამას კანონიერად აკეთებს. ქვეყანაში სხვადასხვა კანონიერი გზით შემოდიან. მათ აქ მივესალმებით, რადგან უდიდესი წვლილს შეაქვთ ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

დეპორტირებულებს რეისზე თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამცველები.

წყარო