ავტორი:

დაპირისპირება ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟთან, კრიმინალური წარსული, ქორწინება და ცნობილი ბაბუის სახელი - რა არის ცნობილი მამუკა ჩარკვიანის ვაჟზე

დაპირისპირება ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟთან, კრიმინალური წარსული, ქორწინება და ცნობილი ბაბუის სახელი - რა არის ცნობილი მამუკა ჩარკვიანის ვაჟზე

ჯაკო ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა - მომღერლის შვილის მძიმე კრიმინალური წარსული, პროვოკაციაზე საუბარი და დეტალები "სპარის" ინციდენტზე

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი, სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ინფორმაცია მისმა მამიდამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა. საქმე, რომლის ირგვლივაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, ჯგუფურ ძალადობასა და მის ორგანიზებას გულისხმობს.

"თავად ჩაბარდა პოლიციას" - დეტალები "სპარის" თანამშრომლებზე ჯგუფურ თავდასხმაზე

ფაქტი 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ "სპარში“ მოხდა, რა დროსაც ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე უკვე დააკავეს მანანა გიორგობიანი.

შსს-ს ცნობით, სწორედ მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა ინციდენტის დეტალებზე და განაცხადა, რომ მისი ძმისშვილი რამდენიმე საათის წინ თავად ჩაბარდა პოლიციას.

თაკო ჩარკვიანი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ არ იყო „სწორი ახალგაზრდა ბიჭებისთვის დარეკვა“, როდესაც გიორგობიანს შეეძლო თავისი ნათესავებისთვის დაერეკა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მანანა გიორგობიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

ვინ არის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი? - მამუკა ჩარკვიანის მეორე ქორწინება და შვილის ოჯახი

ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი ცნობილ მომღერალსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, მეორე ქორწინებიდან შეეძინა. ჯაკოს დედა გახლავთ ირმა დოლიძე, რომელიც მომღერალმა საკუთარ ეზოში გაიცნო და შეუყვარდა.

რაც შეეხება თავად ჯაკო ჩარკვიანის პირად ცხოვრებას, მედიაში არსებული ინფორმაციით, ის დაოჯახებულია და ჰყავს ერთი გოგონა. ძმისშვილის ქორწილის და შვილის შეძენის შესახებ სხვადასხვა დროს, მამიდის, თაკოს სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რადგან თავად ჯაკო სოციალურ ქსელში არ აქტიურობს.

გასროლა იღლიაში, დაზიანებები ჩაქუჩით და სისხლიანი გარჩევები - ჯაკო ჩარკვიანის მძიმე კრიმინალური წარსული

ჯაკო ჩარკვიანის სახელი მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა მძიმე კრიმინალურ ინციდენტებთან დაკავშირებით:

1. 2016 წლის სისხლიანი გარჩევა და დაჭრა - 2016 წელს 19 წლის ჯაკო ჩარკვიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი - ყელში, ორი კი - ფეხებში. ოპერაციის შემდეგ სხეულიდან ტყვიები ამოუღეს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჩარკვიანი პოლიტიკოს ეკა ხერხეულიძის ვაჟმა დაჭრა. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა ინციდენტი ბათუმში, როცა ხერხეულიძის უმცროსი ბიჭი დაჭრეს.

მამიდა, თაკო ჩარკვიანი მაშინ ამბობდა: "ღმერთმა დაგვიფარა, რომ გადავრჩით - ორი ტყვია ფეხში, ერთი კი იღლიაში აქვს ნასროლი. დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ... პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ამბობს, არაფერი მახსოვსო". თუმცა შემდეგ პოლიტიკოსის ვაჟი დაიჭირეს და 4 წელი მიუსაჯეს.

2. 2022 წლის თავდასხმა ჩაქუჩით ("სიკვდილის ბრიგადები") - 2022 წელს ჯაკო ჩარკვიანის სახელი ნოდარ მელაძის "შაბათის ეთერის" რეპორტაჟში გაიჟღერა, სათაურით: "სიკვდილის ბრიგადების თარეში თბილისში - განგსტერები კრიმინალურ გარჩევებს აწყობენ“.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, "განგსტერების დაჯგუფებამ" ჩარკვიანს წყნეთში, "ვილა ვაკეს" დასახლებაში მოუწყო თავდასხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩარკვიანი იქ მოტყუებით მიიყვანა მეგობარმა, ხოლო ჯგუფის წევრები მას სახლში დახვდნენ და დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენეს.

3. 2025 წლის იანვრის კონფლიქტი - 2025 წლის იანვარში პარტია, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრმა, თამარ ბუჩუკურმა, მძიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახალგაზრდებს შორის ჩხუბი და დაპირისპირება ჩანს.

ბუჩუკურის თქმით, დოლიძის ქუჩაზე ჯაკო ჩარკვიანს ავთანდილ კოხრეიძის (იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი) შვილმა მიაკითხა. ბუჩუკური აცხადებდა, რომ კოხრეიძემ ჩარკვიანი რამდენიმე თვის წინ 5 თანმხლები პირის დახმარებით მოტყუებით საკუთარ სახლში მიიყვანა და ჯგუფურად თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ჩარკვიანმა მრავლობითი ტრავმა მიიღო.

მამასთან და ბაბუასთან ერთად

"ორმეტრიანი ვაჟკაცი" - მამის სიმღერების ჩრდილში

როგორც ვხედავთ, უმცროსი ჯანსუღ ჩარკვიანის სახელი მედიაში ყოველთვის სკანდალური კონტექსტით ჩნდება. 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ, მისმა მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა, ძმის შვილზე საუბრისას აღნიშნა:

"ჯანუკი სტუდენტია და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ორმეტრიანი ვაჟკაცია, სპორტსმენი (ყოფილი ფეხბურთელი), შესანიშნავი ქართველი იზრდება.“

2017 წელს ჩაწერილ ინტერვიუში მამუკა ჩარკვიანი შვილებზე ამბობდა:

"ჩემი უფროსი შვილი 40 წლის არის, ჩემი ვაჟი 20 წლის... მინდა, რომ შვილიშვილებს, მის შვილს მოვესწრო და თუ მაღირსებს დროზე, კარგია, სანამ კარგად ვარ. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, 25 წელი გარანტირებული აქ უნდა ვიყო და მინდა შვილიშვილი მისგან. ჯაკუნა რომ დაიბადა, მასზე უკვე სიმღერა დავწერე. ჩემი ბიჭის დაბადება ძალიან გამიხარდა. ბოლოს და ბოლოს გვარის გამგრძელებელია ჩარკვიანებში. ჩვენს შტოში მარტო მე ვიყავი, მეტი ბიჭი არ ყოფილა.“

წაიკითხეთ ასევე: