პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სუპერმარკეტში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, სადაც თაკო ჩარკვიანის ძმის შვილი - ჯაკო ჩაკრვიანი იღებდა მონაწილეობას, თაკო ჩარკვიანს მიმართავს.
"მამიდა ინ ექშენ.
"ძვირფასო მამიდა, ხმის აკანკალებას თავი დაანებეთ და "კანონი და სამართლიანობის" ფარგლებში იმოქმედეთ, შეაფასეთ ასევე დაზარალებულის მდგომარეობაც! აჰ, არ გინდათ, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, დაზარალებულზე საუბარი არ გაწყობთ?! და "იმ ქალზე" ხელის შეწმენდას თავი დაანებეთ, რადგან ეს უზნეობაა, რაც თქვენს ძმის შვილს არ უკადრია და სავარაუდოდ არც მერე იკადრებს.
და ნუ შეგვაწუხეთ თქვენი პირადი პრობლემებით, ყველას ჰყავს ოჯახი, რაც მამიდას ყოველთვის ცალ ფეხზე ეკიდა. სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ? ნეტავ, დაზარალებულს არ მოსთხოვდეთ იქით პასუხს იმაზე, რომ ბაბუამისს ჯანუკი არ ერქვა და რაღას დავეძებ. ძალით ევროპიელები, ესენი,“ - წერს წულუკიანი.
“1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ. ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 6 პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს”,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანი] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო“ და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების... შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი.... გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია“, - აცხადებს ჩარკვიანი.
იხილეთ ასევე: