ავტორი:

"ფასტინგთან დაკავშირებით ვცდებოდით..." - რა აჩვენა ახალმა კვლევამ 18 საათიან კვებაზე: ვისზე მოქმედებს ის უარყოფითად

"ფასტინგთან დაკავშირებით ვცდებოდით..." - რა აჩვენა ახალმა კვლევამ 18 საათიან კვებაზე: ვისზე მოქმედებს ის უარყოფითად

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ საუზმის გამოტოვებამ შესაძლოა ძალა წაგართვათ ან საათობრივმა კვებამ, იგივე- ფასტინგმა, შესაძლოა ნაკლებად პროდუქტიული გაგხადოთ? საკვები აუცილებელია გონებრივი სიფხიზლისთვის. როგორც აღმოჩნდა, 18 საათიანი შიმშილი შესაძლოა უნივერსალური მიდგომა ნამდვილად არ იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ დროში შეზღუდული კვება წარმოუდგენლად პოპულარული გახდა, ახალი კვლევის თანახმად, ის ყველასთვის სასარგებლო არ არის.

  • რა არის ფასტინგი?

როდესაც რეგულარულად ვჭამთ, ტვინი ძირითადად მუშაობს ორგანიზმში გლიკოგენის სახით შენახული გლუკოზის ხარჯზე. მაგრამ დაახლოებით 12 საათის განმავლობაში საკვების გარეშე ყოფნის შემდეგ, გლიკოგენის მარაგი იწურება. სწორედ ამ დროს სხეული ახორციელებს ჭკვიანურ მეტაბოლურ ცვლილებას: ის იწყებს ცხიმის დაშლას კეტონურ სხეულებად, რომლებიც ალტერნატიული საწვავის წყაროს წარმოადგენს.

ეს მეტაბოლური პროცესი, რომელიც ოდესღაც ჩვენი წინაპრების გადარჩენისთვის გადამწყვეტი იყო, ახლა ჯანმრთელობისთვის მრავალ სარგებელთან არის დაკავშირებული.

ფასტინგი ის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, ააქტიურებს აუტოფაგიას - უჯრედულ „მოვლას“, რომელიც ასუფთავებს უჯრედებს დაზიანებული კომპონენტებისგან და ამუშავებს მათ. ითვლება, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს უფრო ჯანსაღ დაბერებას.

ასევე აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს უფრო ეფექტურად მართოს სისხლში შაქრის დონე და შეამციროს მე-2 ტიპის დიაბეტის მსგავსი დაავადებების რისკი.

გარდა ამისა, მოიაზრება რომ ინტერვალური შიმშილით გამოწვეული მეტაბოლური ცვლილებები, ხელს უშლის ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებას, რაც ჭარბ წონასთან არის დაკავშირებული.

  • რა აჩვენა მონაცემებმა

ეს ყველაფერი ინტერვალურ შიმშილს მიმზიდველს ხდის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, საკვების მუდმივი მიწოდების გარეშე, შესაძლოა ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები შემცირდეს.

“ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა 63 სამეცნიერო სტატია - 71 დამოუკიდებელი კვლევით. 222 სხვადასხვა კოგნიტური საზომით გამოცადეს 3484 მონაწილე. კვლევა 1958 წლიდან 2025 წლამდე მიმდინარეობდა.

მონაცემების გაანალიზების შემდეგ, ჩვენი დასკვნა ნათელი იყო: ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს შორის შიმშილისა და დანაყრების შემდეგ კოგნიტურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღმოჩნდა. ჩვენმა ანალიზმა გამოავლინა 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ფასტინგის გავლენა თქვენს გონებაზე,“ - წერს sciencealert.

  • როგორც აღმოჩნდა, ინტერვალური შიმშილის დაწყებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ასაკს.

თუ ზრდასრულებზე ფასტინგი დადებითად მოქმედებს, ბავშვებსა და მოზარდებში ტესტებმა უარყოფითი შედეგები აჩვენა.

რადგან მათი განვითარებადი ტვინი უფრო მგრძნობიარეა, ენერგიის მიწოდების შეზღუდვის შემთხვევაში სხეული უარყოფით ცვლილებებს განიცდის და კოგნიტური შესაძლებლობებიც უარესდება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მოზარდებმა და ბავშვებმა დღე ნოყიერი საუზმით დაიწყონ. შედეგად ისინი უფრო კარგად სწავლობენ კიდეც.

  • რას ნიშნავს ეს?

ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში ინტერვალური შიმშილის დაწყებისას სიფრთხილეა საჭირო. მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და გლუკოზას საჭიროებს.

ბავშვებსა და მოზარდებს ოპტიმალური შედეგის მისაღწევად რეგულარული კვება სჭირდებათ. ასევე ფასტინგი არ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ჯანმრთელობის პრობლემების ან სპეციალური დიეტური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

წყარო

იხილეთ ასევე: