რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკოეში რვა ადამიანი დაშავდა და რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო დაწესებულებები და ავტომობილები.
რუსებმა ასევე დრონებით შეუტიეს სინელნიკოვსკის რაიონში მდებარე პეტროპავლოვსკის თემს, სადაც კომუნალური დაწესებულების შენობაში ხანძარი გაჩნდა.
გაივანენკოს თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოლქში 13 რუსული დრონი გაანადგურეს.