ავტორი:

კენდალ ჯენერმა დაბადების დღე შიშველმა აღნიშნა - 30 წლის სუპერ მოდელის პიკანტური ფოტოები ნუდისტური პლაჟიდან

კენდალ ჯენერმა დაბადების დღე შიშველმა აღნიშნა - 30 წლის სუპერ მოდელის პიკანტური ფოტოები ნუდისტური პლაჟიდან

კენდალ ჯენერმა 30 წლის იუბილე საკმაოდ თამამად აღნიშნა. ის თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად კერძო პლაჟს ესტუმრა, რასად პიკანტური ფოტოებიც გადაიღო. კარდაშიანების ვარსკვლავმა “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტოები სადაც ჩანს, რომ პლაჟზე სრულიად შიშველი, ტალღების პირას ზის.

სხვა ფოტოებზე კი წელს ზევით შიშველია.

მოდელმა ასევე გააზიარა მაისურის გარეშე გადაღებული სელფი, სადაც ის ერთი ხელით მკერდს იფარავს, ასევე საყვარელი ფოტო, სადაც დასთან, 28 წლის კაილი ჯენერთან ერთად პლაჟზე ვახშმობისას იცინის.

თუმცა, როგორც ჩანს, საღამოს წვეულებაც გამართა და მეგობრებთან ერთად დაბადების დღე მოკრძალებული, ლიმონისფერი ტორტით აღნიშნა.

გამომწერებმა იუბილარი კომპლიმენტებით შეამკეს.

“ნამდვილი სრულყოფილება“, - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა, მეორემ კი დაამატა: „დედოფალი“.

„შენ იდეალური ადამიანი ხარ“, - წერს ქლოე კარდაშიანი მის ფოტოებზე.

ინტიმური ფოტოები კენდალის იუბილედან ორი დღის შემდეგ გავრცელდა.

იხილეთ ასევე: