ავტორი:

ბუნების საზარელი საიდუმლო - აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობას ქსელი, სადაც 111 000-ზე მეტი მცოცავი ბინადრობს

ბუნების საზარელი საიდუმლო - აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობას ქსელი, სადაც 111 000-ზე მეტი მცოცავი ბინადრობს

ექსპერტებმა გასაოცარი აღმოჩენის შესახებ საუბრობენ - მათ იპოვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობას ქსელი, რომელშიც 110 000-ზე მეტი ობობას მსგავსი სხეული ბინადრობს, რაც გამოქვაბულის სიღრმეში კოშმარულ მეტროპოლიას ქმნის.

ქსელი 106 კვადრატულ მეტრზე, ვიწრო, დაბალჭერიანი ღრმულის გასწვრივ არის გადაჭიმული,

ის ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე, „გოგირდის გამოქვაბულის“ სიღრმეში, შესასვლელიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს.

ფართო ქსელი ორი სახეობის სახლია - Tegenaria domestica, ასევე ცნობილი როგორც სახლის ობობა, და Prinerigone vagans - პატარა ზომის, ტენიანობის მოყვარული ობობა, რომლის სიგრძე მხოლოდ 3 მმ-ია.

Prinerigone vagans მამრი (მარცხნივ) და მდედრი (მარჯვნივ) სახეობა.

გიგანტური ობობას ქსელი საოცრად ჰგავს შელობის ბუნაგს ფილმიდან „ბეჭდების მბრძანებლი“.

კადრი ფილმიდან “ბეჭდების მბრძანებელი“

გვირაბები დაფარულია სქელი, წებოვანი ქსელებით, რომლებიც მსხვერპლს იჭერენ.

„ბუნებრივი სამყარო კვლავ უამრავ სიურპრიზს გვიმზადებს. თუ სიტყვებით გადმოვცემ ყველა იმ ემოციას, რაც ამის ნახვისას დამეუფლა, ეს აიყო აღტაცება, პატივისცემა და მადლიერება“, - განუცხადა Live Science-ს რუმინეთში, ტრანსილვანიის საპიენტიას უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, იშტვან ურაკმა.

ეს მასიური კოლონია ორი სახეობის ობობას თანაცხოვრების პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ერთსა და იმავე უზარმაზარ სტრუქტურაში დაახლოებით 69 000 სახლის ობობა და 42 000-ზე მეტი P. vagan ბინადრობს.

ქსელი იმდენად მძიმეა, რომ გარკვეულ ადგილებში მას შეუძლია “საკუთარი წონის ზემოქმედების შედეგად კედლიდან მოწყდეს“.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ობობების შეკრება გამოქვაბულის უნიკალურმა, გოგირდით მდიდარმა გარემომ წაახალისა.

წყარო

იხილეთ ასევე: