ავტორი:

პარიზში, ლატარიაში თამაშდება სასაფლაოს ადგილი რომელიც ჯიმ მორისონის და ოსკარ უაილდის გვერდით მდებარეობს

პარიზში, ლატარიაში თამაშდება სასაფლაოს ადგილი რომელიც ჯიმ მორისონის და ოსკარ უაილდის გვერდით მდებარეობს

“პარიზის მერიამ უცნაური ლატარიის შესახებ გამოაცხადა: ფულადი პრიზის ნაცვლად, მონაწილეებს აქვთ შანსი მოიგონ ადგილი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასაფლაოზე,“ - ამის შესახებ CNN-ი წერს და მერიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების დეტალებს ასაჯაროებს.

  • როგორც აღმოჩნდა, უჩვეულო გეგმა მიზნად ისახავს დანგრეული საფლავების აღდგენას და პარიზელებისთვის იშვიათი შესაძლებლობის შეთავაზებას - შეიძინონ ერთ-ერთი სასურველი ნაკვეთი.

ქალაქში არსებული სასაფლაოები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან პრაქტიკულად გადატვირთულია და მიტოვებული საფლავების დასუფთავებას ადგილობრივი რეგულაციები ართულებს. თუმცა, ახლა ლატარიის გამარჯვებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეიძინონ სამ სხვადასხვა სასაფლაოზე არსებული 30 საფლავიდან ერთ-ერთი. მერია კი დათანხმდება შესაბამისი სამარხის იჯარით გაცემას.

გასაყიდად გამოდის “პერ ლაშეზის“ სასაფლაოზე არსებული 10 ნაკვეთი. იქ დაკრძალულები არიან ცნობილი ფიგურები, მათ შორის The Doors-ის ფრონტმენი ჯიმ მორისონი, დრამატურგი ოსკარ უაილდი და მომღერალი ედიტ პიაფი.

თითოეული საფლავის შეძენა 4000 ევროდ არის შესაძლებელი, გამარჯვებულები კი რესტავრაციის ხარჯებსაც დაფარავენ. შემდეგ მათ შეეძლებათ ადგილის იჯარით აღება, რომლის საწყისი ფასი 10-წლიანი კონტრაქტით 976 ევროდან იწყება და 17668 ევრომდე იზრდება, თუ იქ სამუდამოდ განსვენების უფლებას აიღებთ.

მერიის ცნობით, ლატარიაში მონაწილეების განაცხადების მიღება ორშაბათს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდება. თითოეულ მონაწილეს რეგისტრაციის საფასურის - 125 ევროს (144 აშშ დოლარი) გადახდა მოუწევს.

წყარო