ავტორი:

ბიანკა ცენსორი კვლავ ნახევრად შიშველი გამოჩნდა - ამბობენ, რომ მისი ექსცენტრული იმიჯი მეუღლესთან 3-მილიონიანი გარიგების შედეგია

ბიანკა ცენსორი კვლავ ნახევრად შიშველი გამოჩნდა - ამბობენ, რომ მისი ექსცენტრული იმიჯი მეუღლესთან 3-მილიონიანი გარიგების შედეგია

კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა კვლავ ყურადღებას იპყრობს.

ცოტა ხნის წინ, ბიანკა მელბურნში თამამი და არატრადიციული სამოსით გამოჩნდა. მას გამჭვირვალე ოქროსფერი კოლჰოტები და მინიმალისტური მაისური ეცვა. ანსამბლი უდავოდ თამამი იყო და აეროპორტის ან ოჯახური დღის ჩაცმულობის ტრადიციულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა.

მოდის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბიანკა ცენსორისთვის მოდა უბრალოდ ტანსაცმელი არ არის - ეს თვითგამოხატვის ინსტრუმენტია. როგორც ადამიანი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში კანიე უესტთან ურთიერთობის შედეგად მოექცა, ის სტილს საკუთარი იდენტობისა და იერსახის შესაქმნელად იყენებს. ასეთი თამამი სამოსი შეიძლება დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოც კი იყოს.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე ხანია მედია წერს რეპერისა და ცენსორის უცნაური გარიგების შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უესტმა მას 3 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა "ექსცენტრული იმიჯის“ შენარჩუნებისთვის.

"ბიანკა მიხვდა, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ. ასეთი ღია სამოსი მის გემოვნებაში არ არის. მაგრამ ამბობს, რომ ჩაიცვამს, თუ გადაუხდიან", - განუცხადა წყარომ The U.S. Sun-ს ივნისში.

როგორც ამბობენ, ცენსორს 120 ათასი დოლარი გადაუხადეს მხოლოდ იმაში, რომ გრემის წითელ ხალიჩაზე “შიშველი“ გასულიყო.

"მან ზუსტად იცის, რას აკეთებს“, - განაცხადა მეორე ინსაიდერმა.

წყარო