ავტორი:

"ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ “ზვიგენის სელფის” საქმეზე ბრალის წარსადგენად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ “ზვიგენის სელფის” საქმეზე ბრალის წარსადგენად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ “ზვიგენის სელფის” საქმეზე ბრალის წარსადგენად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ნამდვილად მოუწოდებდა დასავლეთში მის მრავალრიცხოვან მეგობრებს „ქართული ოცნების“ დასანქცირებისკენ და ამის გამო ბრალის წაყენებას არ აპროტესტებს.

„მე ჩემის მხრივ ვაპროტესტებ, მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, რომ კიდევ მოვუწოდებ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი სოციალური ქსელისა და ვიდეო მიმართვების მეშვეობით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც მხარდამჭერებს კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებდა.