ავტორი:

ესპანეთს კვლავ სტიქია დაატყდა თავს: ქარიშხალი, წყალდიდობა, ბარსელონა ნარინჯისფერ საფრთხის ზონად გამოცხადდა (ფოტოები)

ესპანეთს კვლავ სტიქია დაატყდა თავს: ქარიშხალი, წყალდიდობა, ბარსელონა ნარინჯისფერ საფრთხის ზონად გამოცხადდა (ფოტოები)

ესპანეთს კვლავ სტიქია უტევს. ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს ბარსელონასა და ბალეარის კუნძულებს - ელვისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე აეროპორტი დაიხურა. კატალონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისა და “განსაკუთრებული სიფრთხილის“ ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მძვინვარე შტორმმა სერიოზული შეფერხებები გამოიწვია "ელ-პრატის“ აეროპორტშიც. ადგილობრივი გამოცემა La Vanguardia-ს ცნობით, მინიმუმ 47 რეისი გაუქმდა. ბარსელონას სახანძრო სამსახურში ათეულობით ზარი შევიდა, უხვად მოსულმა ნალექებმა ქუჩების დატბორვა, ელექტროენერგიის გათიშვა და კომუნიკაციის სისტემების შეფერხება გამოიწვია, დროებით დაიხურა ქალაქის რამდენიმე უნივერსიტეტი.

ხელისუფლებამ ქალაქი ნარინჯისფერ საფრთხის ზონად გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩია, გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ, რადგან შტორმი “მელისა“ კვლავ მძვინვარებს.

მალიორკაც თითქმის პარალიზებული იყო - სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო პალმის აეროპორტში ათეულობით ფრენა გადაიდო.

უხვ ნალექი, ძლიერ ჭექა-ქუხილი და ელვა დაფიქსირდა იბიცაზეც.

ანდალუსიის, გალისიის, კატალონიისა და არაგონის რეგიონები საგანგებო მზადყოფნა გამოცხადდა,

მეტეოროლოგების ცნობით სტიქია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იბობოქრებს.

წყარო