ავტორი:

პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კვლავ აქცია მიმდინარეობს

პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კვლავ აქცია მიმდინარეობს
  • ფოტოგრაფი: ვანო გორგიშვილი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის მიმდებარედ დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული. მათ პარლამენტის წინ კორდონი გააკეთეს, რათა მოქალაქეები გზის სავალ ნაწილზე არ გადავიდნენ.

"გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია"; "ცეცხლი ოლიგარქიას"; "ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები მოწოდებას დაემორჩილნენ, არ გადაკეტონ ქუჩა და პროტესტს ტროტუარზე გააგრძელონ.

უწყვეტი პროტესტის 344-ე დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.