თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში წამლის ფასების შესახებ გამართულ მიღებაზე ერთ-ერთ ფარმ კომპანიის წარმომადგენელმა გონება დაკარგა.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებს კაბინეტის დატოვება სთხოვეს.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/CdKI5EJFrUs?si=oGcRujb2myv9Rtkp" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
მამაკაცს, რომლის სახელი და გვარიც მედიაში არ სახელდება, თეთრი სახლის ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება. როგორც მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა მედიას განუცხადა, მამაკაცი გონს რამდენიმე წამში მოვიდა და ის თავს კარგად გრძნობს.
მოგვიანებით, ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა კომენტარი

"ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს თავბრუ დაეხვა, ახლა ის კარგად არის, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ასე რომ, მცირე შეფერხება გვქონდა, ბოდიშს გიხდით ამისთვის", - თქვა ტრამპმა შეხვედრები განახლების შემდეგ.