ავტორი:

"სიყვარულით სავსე ცხრა მშვენიერი თვე..." - ლიკა ქორქია დედა გახდა: რა დაარქვა პატარას (ფოტოები)

"სიყვარულით სავსე ცხრა მშვენიერი თვე..." - ლიკა ქორქია დედა გახდა: რა დაარქვა პატარას (ფოტოები)

მოდელისა და ტელეწამყვანის, ლიკა ქორქიას პირად ცხოვრებაში სიახლეა. ლიკა დედა გახდა და ახალშობილი დუდა მოევლინა ქვეყანას. თავად ლიკამ სოციალურ ქსელში გააზიარა ემოციური კადრები, ორსულობის სხვადასხვა პერიოდიდან.

"სიყვარულით სავსე ცხრა მშვენიერი თვე... და ახლა, პატარა დუდა საბოლოოდ ჩვენს მკლავებშია. ჩვენი გულები სავსეა ბედნიერებით."

ლიკას რჩეული: ბიზნესმენი გიორგი ასლამაზიშვილი

ლიკა ქორქიას დაოჯახების ამბავი საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ტელესახე წლებია, პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს, AMBEBI.GE-ს ეს ამბავი აპრილში დაუდასტურა:

"დიახ, გიდასტურებთ, რომ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე გიორგი ასლამაზიშვილია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ახალია... ძალიან კარგად ვარ, ბედნიერად, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად და კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გავხდით ერთად ჩვენს ცხოვრებას."

წაიკითხეთ ასევე: