მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი უჩივის მამაკაცს, რომელიც ქუჩაში ხელებით შეეხო და მის კოცნას ცდილობდა. საგამოძიებო უწყება მას ბრალს წარუდგენს.
ამ დროს უცნობი მამაკაცი მას უკნიდან უახლოვდება, ცდილობს კისერში აკოცოს და ხელებს სხეულზე უფათურებს.
ქალი სწრაფად გაიწია და საქმეში მისი გუნდის წევრი ჩაერია. მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტს ასეთი ფორმით შეეხო, დაკავებულია.
"თუ მას არ ვუჩივლებ, რა შეიძლება მოხდეს სხვა მექსიკელ ქალებთან? თუ ისინი ასე ექცევიან პრეზიდენტს, როგორ ექცევიან ამ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ქალებს? მსგავსი შემთხვევა ადრეც გამომიცდია, როდესაც არ ვიყავი პრეზიდენტი - მაშინ სტუდენტი ვიყავი. საჭიროა ზღვარის გავლება, ამიტომ, გადავწყვიტე ვიჩივლო", - განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/78GCtM5mTSU?si=TZuA9XT48O_HEjTn" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>