პოლიციამ მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში ორ პირს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, ერთ-ერთი კიბეზე დაგორდა და მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. მეორემ კი კვალის დაფარვის მიზნით მისი ცხედარი ეზოში დამარხა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქვემო ქართლის პოლიციამ, დ.დ.-ს ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ჯ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.