ორთოდონტიული მკურნალობისას ან ვინირებისა და იმპლანტების ჩასმის შემდეგ პაციენტების ნაწილი სახის ფორმის ცვლილებას აღნიშნავს, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევია. როგორც წესი, ამის გამოსწორება მარტივად არის შესაძლებელი ესთეტიკური პროცედურებით, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში უკვე ხელმისაწვდომია. მათ შორის არის რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკაც, სადაც მკურნალობის უახლეს მეთოდებთან ერთად, აღნიშნული პროცედურებიც ტარდება.
რიგ შემთხვევებში დეფორმაციის აღმოფხვრა მხოლოდ ქირურგიული მეთოდებით არის შესაძლებელი. „რიხტერის კლინიკის“ ყბა-სახის ქირურგი, ნიკა ბაძაღუა დეტალურად საუბრობს შემთხვევებზე, როდესაც პაციენტებს სახის დეფორმაცია უვითარდებათ და განმარტავს, თუ როგორ ხდება აღნიშნული პრობლემის მკურნალობა:
არსებობს სტომატოლოგიური პროცედურები, რომლებიც გავლენას ახდენს კბილების, თანკბილვასა და ყბების მდებარეობაზე და იწვევს სახის ფორმის ცვლილებას.
ეს ცვლილებები ყველაზე შესამჩნევია ორთოდონტიული პროცედურების, იმპლანტაციის, პროთეზირებისა და ყბის ქირურგიული ოპერაციებისას. მაგალითად, თანკბილვის კორექციამ შეიძლება შეცვალოს სახის, მათ შორის ნიკაპისა და ლოყების ფორმა, ხოლო დაკარგული კბილების აღდგენა კი სახის ქვედა მესამედში აბრუნებს მოცულობას და აუმჯობესებს სიმეტრიას.

„რიხტერის კლინიკა“
დიახ, ორთოდონტიული მკურნალობა პირდაპირ მოქმედებს სახის ფორმაზე. ცვლილებები ხდება კბილებისა და ყბების პოზიციის კორექციის გამო. აღნიშნული ცვლილებები ყველაზე შესამჩნევია მეზიალური და დისტალური თანკბილვის გამოსწორებისას (როდესაც ქვედა ყბა წინ ან უკანაა დაწეული).
ბრეკეტ სისტემებისა და ელაინერების გამოყენებამ ასევე შეიძლება შეცვალოს ტუჩებისა და ნიკაპის ფორმა, სახის პროპორციები. ქირურგიული ჩარევა კი უკვე აუცილებელი ხდება მხოლოდ გამოკვეთილი ანომალიებისას, როდესაც ფუნქციის გასაუმჯობესებლად არის საჭირო ძვლოვანი სტრუქტურის მდებარეობის კორექცია.

დიახ, მაგრამ ცვლილებები მინიმალურია და მხოლოდ ესთეტიკას დადებითად შეეხება. ვინირები მხოლოდ ვიზუალურად ცვლის სახის ფორმას, განსაკუთრებით ღიმილის ზონაში, კბილების ფორმისა და ზომის ცვლილების ხარჯზე. იმპლანტები კი პირიქით, გვეხმარება დაკარგული კბილების აღდგენაში, რაც სახეს პირვანდელ ფორმას უბრუნებს, ბუნებრივ იერს აძლევს.
სწორი თანკბილვისა და ჰარმონიული ხაზების შესანარჩუნებლად ექიმები იყენებენ ციფრულ (სამგანზომილებიან-3D) მოდელირებას, სახისა და თანკბილვის ანალიზს და ქირურგიული, ორთოპედიული და ორთოდონტიული განხრების საერთო ძალისხმევას.
„რიხტერის კლინიკაში“ სრულყოფილი ფუნქციური და ესთეტიკური შედეგის მისაღწევად ვიყენებთ კომპლექსურ მიდგომებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
კერძოდ, ვიყენებთ ციფრულ 3D-დაგეგმარებას, რათა წინასწარ შევქმნათ მომავლის ღიმილის მოდელი. ამასთან, ფართოდ ვიყენებთ ნავიგაციურ ქირურგიას, რაც აუმჯობესებს საუკეთესო შედეგის ალბათობას. 3D მოდელირებისა და ქირურგიული შაბლონების გამოყენებით ჩვენ მაქსიმალურად ზუსტად ვაკეთებთ იმპლანტაციას, რაც გვაძლევს არა მარტო ფუნქციურ, არამედ ესთეტიკურად სწორ შედეგს.

ასეთი მიდგომა მინიმუმამდე ამცირებს ტრავმას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ხოლო მიღებული შედეგი მაქსიმალურად ჰარმონიული და ესთეტიკურია.
სახის ფორმის მონიტორინგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ორთოდონტიული მკურნალობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ არა მარტო კბილების ამჟამინდელი მდებარეობა, არამედ ისიც თუ როგორ შეიცვლება პაციენტის პროფილი და ტუჩების ხაზი მკურნალობის პროცესში.
ასევე მნიშვნელოვანია ესთეტიკის კომპონენტის გათვალისწინება ვინირების და იმპლანტების დაყენების დროსაც: ღიმილი უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის სახის ფორმას, კანის ტონალობასა და მიმიკას. ამიტომაც მკურნალობის ყველა ეტაპზე, დაწყებული დიაგნოსტიკით, აუცილებელია ორთოპედიული, ქირურგიული, ორთოდონტიული და თერაპიული მკურნალობების ერთობლივი ძალისხმევა. ეს საშუალებას გვაძლევს, პაციენტს ჰქონდეს ჯანმრთელი და ბუნებრივი ღიმილი, რომელიც მის ინდივიდუალურ ნაკვთებს გაუსვამს ხაზს.
R