ავტორი:

"აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში ერთ-ორი გადაუჭრელი საკითხია" - რას ამბობს ვიქტორ ორბანი მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვის შესაძლებლობაზე

"აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში ერთ-ორი გადაუჭრელი საკითხია" - რას ამბობს ვიქტორ ორბანი მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვის შესაძლებლობაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოსკოვი და ვაშინგტონი მათ შორის არსებულ "ერთ-ორ გადაუჭრელ საკითხს“ მოაგვარებენ, - ამის შესახებ ორბანმა გამოცემა Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.

"აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში ერთ-ორი გადაუჭრელი საკითხია. თუ ეს საკითხები მოგვარდება, ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაიმართოს და ამის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა დამყარდეს“, - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ბუდაპეშტი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.