ავტორი:

როგორ გადაარჩინა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი რობოტმა?

როგორ გადაარჩინა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი რობოტმა?

უკრაინის ძალებმა შეძლეს დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც 33 დღის განმავლობაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო ჩარჩენილი, ფრონტის ხაზიდან ყველგანმავალი რობოტის საშუალებით გამოეყვანათ.

ექვსი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დისტანციურად მართვადმა რობოტმა, რომელიც ფორმით ბორბლებზე შემდგარ დაჯავშნილ კუბოს წააგავს, შეძლო და ნაღმებისა და დრონების გვერდის ავლით, მებრძოლი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანა. მისიის განმავლობაში აპარატმა დაახლოებით 40 მილი დაფარა, აქედან 23 მილი დაზიანებული ბორბლით, რომელიც ნაღმზე აუფეთქდა.

ევაკუაციას უკრაინის სახმელეთო ძალების 1-ლი სამედიცინო ბატალიონი ახორციელებდა, რომელმაც დახმარების შესახებ თხოვნა მეზობელი დანაყოფიდან მიიღო.

“ჯარისკაცის მდებარეობა ცნობილი იყო, მასთან კავშირი არსებობდა, საკვები ჰაერიდან ეგზავნებოდა - ლოგისტიკას დრონები ახორციელებდნენ. დავიწყეთ ევაკუაციის გეგმის შედგენა და მარშრუტის შესწავლა,“ - ჰყვება ბატალიონის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კოვალი - “ოთხი მცდელობა უკვე ჰქონდათ, მაგრამ წარუმატებლად, მტრის ნაღმებისა და ჩასაფრებული დრონების გამო ჩვენც ორი მცდელობა ჩაგვივარდა, მაგრამ მესამე წარმატებით დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ რობოტი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აგვიფეთქდა“.

რობოტმა ჯარისკაცამდე მიაღწია, დაჭრილი კაფსულში მოთავსდა, უკანა გზაზე მოწყობილობას რუსულმა დრონმა შეუტია, თუმცა დაჭრილი დაჯავშნილმა კაფსულმა გადაარჩინა.

“დაჭრილი მეომარი ახლა მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადის. მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, როდესაც სამედიცინო ბატალიონის წევრებს წარმატებული ოპერაციის გამო მადლობას უხდიდა და დასძინა, რომ ფრონტზე მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება მომავალში უკრაინულ მხარეს მეტი სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარება.

წყარო