რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.
გზის ორივე მხარეს საპოლიციო კორდონი მოეწყო. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

"მონებო, მონებო", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.